ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგი ტელეწამყვანი და მსახიობი ლეკურზე აცეკვა, ბოლოს კი ერთად "სულიკოც" იმღერეს - მშობლები

ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგი ტელეწამყვანი და მსახიობი ლეკურზე აცეკვა, ბოლოს კი ერთად "სულიკოც" იმღერეს

2019-07-06 07:41:27+04:00

ცნობილმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგული მთავარი არხის ეთერში ნამდვილი ქართული შოუ დადგა. ლეკური და "სულიკო" ცნობილი ადამიანების შესრულებით მილიონობით ადამიანმა იხილა.
"ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა.
გუშინდელი პრაიმთაიმი ფრანგული მთავარი არხის France2-ის პირდაპირ ეთერში" - წერს სოციალურ ქსელში ხატიას დამ, გვანცა ბუნიათიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.