მეგან მარკლს ბავშვის არასწორად ხელში ჭერის გამო აკრიტიკებენ - მშობლები

მეგან მარკლს ბავშვის არასწორად ხელში ჭერის გამო აკრიტიკებენ

2019-07-12 15:39:11+04:00

ცოტა ხნი წინ მეგან მარკლი არაოფიციალურ შეკრებას შეუერთდა - უილიამის ოჯახობასთან ერთად პოლოს მატჩს დაესწრო და შემდეგ იქვე მდელოზე გაისეირნა. თუმცა პატარა არჩისთან ერთად მისი გამოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. პაპარაცულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ინტერნეტმომხმარებლებს შორის ბევრი მშობელი იყო, რომლებმაც გააკრიტიკეს მეგანი ბავშვის ცუდად ჭერის გამო.

mshoblebi

ორი თვის არჩი მეგანს ხელში ეჭირა - საკმაოდ მოუხერხებლად, რაც ახალბედა დედისგან სულაც არ არის გასაკვირი, მაგრამ როგორც წესი, სხვებმა ხომ ყოველთვის უკეთ იციან ყველაფერი? ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა: "არ იცის, ბავშვს როგორ მოექცეს", "სად აქვს ბავშვს ქუდი და წინდები?", "საშინელებაა ამის ყურება, როგორ უჭირავს?"

mshoblebi

mshoblebi