3 დაავადება, რომელიც ზაფხულში მწვავდება - თამარ მამაცაშვილის რჩევები მათ თავიდან ასაცილებლად - მშობლები

3 დაავადება, რომელიც ზაფხულში მწვავდება - თამარ მამაცაშვილის რჩევები მათ თავიდან ასაცილებლად

2019-07-20 11:45:29+04:00

3 დაავადება, რომელიც ზაფხულში მწვავდება - რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობა საფრთხეში არ ჩაიგდოთ

ზა­ფხუ­ლის სი­ცხე ადა­მი­ანს უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის და გამ­წვა­ვე­ბის საფრ­თხეს უქ­მნის, რაც ხში­რად შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდსაც კი უშ­ხა­მებს. ალ­ბათ ცო­ტამ თუ იცის, რომ სწო­რედ ზა­ფხუ­ლის ცხელ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბა - ზა­ფხულ­ში მო­სა­ლოდ­ნელ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე "ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის" და ვებ-გვერდ mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

ან­გი­ნა

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ან­გი­ნა ზამ­თრის და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში საკ­მა­ოდ ხში­რია ან­გი­ნის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ზა­ფხულ­ში. მისი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ტონ­ზი­ლებს (ნუ­შუ­რა ჯირ­კვლებს, იმა­ვე გლან­დებს) არ უყ­ვართ ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა მი­ირ­თმევს ცივ სას­მელს, ნა­ყინს. ზო­გი­ერ­თი ცივი შხა­პით გრილ­დე­ბა. ასე­ვე ტემ­პე­რა­ტუ­რულ კონ­ტრას­ტებს ქმნის კონ­დი­ცი­ო­ნე­რი. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად კი ტონ­ზი­ლი­ტი მწვავ­დე­ბა.

ან­გი­ნა რომ არ და­გე­მარ­თოთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შემ­დე­გი:

ნუ და­ლევთ მა­ცივ­რი­დან გა­მო­ღე­ბულ ცივ სას­მე­ლებს; ერი­დეთ ნა­ყინს; გა­რუ­ჯვის შემ­დეგ ჯერ ჩრდილ­ში გა­და­დით, გაგ­რილ­დით, ტანი წყლით და­ი­ზი­ლეთ და შემ­დეგ შე­დით წყალ­ში; ნუ დაჯ­დე­ბით კონ­დი­ცი­ო­ნე­რის ცივი ნა­კა­დის არე­ში. ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი კი ისე შე­არ­ჩი­ეთ, რომ გა­რეთ გას­ვლი­სას ძა­ლი­ან დიდი კონ­ტრას­ტი არ იყოს; ცივი შხა­პი შეც­ვა­ლეთ გრი­ლი შხა­პით.

სა­შარ­დე სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი

ზა­ფხუ­ლო­ბით ცის­ტი­ტის გამ­წვა­ვე­ვის გამო, ქა­ლე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში იმა­ტებს. მი­ზე­ზი კი ცივ წყალ­ში ბა­ნა­ო­ბა და შემ­დეგ გა­რუ­ჯვა, სვე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მით სი­ა­რუ­ლი, უსუფ­თაო ად­გი­ლებ­ში ბა­ნა­ო­ბის შე­დე­გად გა­და­დე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბია. ბა­ნა­ო­ბი­სას გა­და­ცი­ე­ბის შე­დე­გად ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს თირკმლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი, კერ­ძოდ პი­ე­ლო­ ნეფ­რი­ტი.

ზო­გა­დად თირკმლე­ბი ზა­ფხულ­ში მთე­ლი დატ­ვირ­თვის მუ­შა­ობს განაგრძეთ კითხვა

altროგორ ვასეირნოთ ბავშვი ზაფხულში, რომ ვი­ტა­მი­ნი D მაქსიმალურად შეითვისოს - პედიატრის საჭირო რჩევები