"მაღალი სიცხეები დაეწყო ბიჭუნას... ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა" - 4 წლის დემეტრე სიცოცხლისთვის იბრძვის - მშობლები

"მაღალი სიცხეები დაეწყო ბიჭუნას... ვირუსი ეგონა დედას, მაგრამ ანალიზმა საშინელი შედეგი აჩვენა" - 4 წლის დემეტრე სიცოცხლისთვის იბრძვის

2019-07-22 08:59:16+04:00

4 წლის დე­მეტ­რე ჭე­ლი­ძე, ოქ­როს­ფერ­თმი­ა­ნი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ბი­ჭუ­ნა გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის...

მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი და­ე­წყო პა­ტა­რა ბიჭს, 40 და 41 გრა­დუ­სი სი­ცხე... ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სი ეგო­ნა დე­დას, მაგ­რამ სის­ხლის ანა­ლიზ­მა სა­ში­ნე­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და დე­მეტ­რეს დი­აგ­ნო­ზიც და­უს­ვა - იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს.

ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში უნდა ჩა­უ­ტარ­დეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­მარ­თა­ვენ და"ფე­ის­ბუქ­ზე" საქ­ველ­მოქ­მე­დო ან­გა­რი­შის ნომ­რებს ავ­რცე­ლე­ბენ:

"4 წლის დე­მეტ­რეს, ნინო (ნი­ნია) ჩა­რე­ქიშ­ვი­ლის და თემო ჭე­ლი­ძის შვილს, ჩემ დის­შვილს, და­უდ­გინ­და მწვა­ვე ლე­ი­კე­მია. და­სა­წყე­ბია სას­წრა­ფო მკურ­ნა­ლო­ბა გერ­მა­ნი­ის კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. დე­მეტ­რეს გა­სამ­გზავ­რებ­ლად და მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­წყე­ბად თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

დე­მეტ­რეს, ჩვენ, იმე­დი გვაქვს თქვე­ნი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის, გა­ღე­ბუ­ლი სი­კე­თის, დახ­მა­რე­ბის!!!" - წერს 4 წლის ბი­ჭის დე­ი­და.

თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

თი­ბი­სი ბან­კი მიმ­ღე­ბი: მამა - თე­მუ­რი ჭე­ლი­ძე

პი­რა­დი ნო­მე­რი: 01024022612

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი:

GE83TB7305136515100021 (GEL)

GE73TB7305136615100023 (USD)

GE46TB7305136615100024 (EURO)

ან და­რე­კეთ, ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ტო­რი­დან ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია:

0901700483