ბიზნესმენის პირველი კომენტარი მისი და ნინი ბადურაშვილის რომანის შესახებ - მშობლები

ბიზნესმენის პირველი კომენტარი მისი და ნინი ბადურაშვილის რომანის შესახებ

2019-08-14 07:57:37+04:00

მომღერალი ნინი ბადურაშვილი მუდმივად ხვდება ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში. ბოლო დროს თბილისში ნინის და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ლავ-სთორზე ალაპარაკდნენ. ამბობენ, რომ ნინი ჩიკვაიძეზე თხოვდება.

ჭორები მათი რომანის შესახებ საფრანგეთში გადაღებულ მათ საერთო ფოტოებს მოჰყვა.

ნინი ბადურაშვილის და გიორგი ჩიკვაიძის მეგობრობა წლებს ითვლის, რასაც მათი პირადი გვერდებიც მოწმობს.

გიორგი ჩიკვაიძე წარმატებული ბიზნესმენია, რომელსაც იახტების კომპანია აქვს. მას კარგად იცნობენ უცხოურ ელიტარულ წრეებში, ბიონსესთან, ჯორჯ ბენსონთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან პირადი ურთიერთობები აქვს და რამზესის სახელით ცნობენ.

"რეიტინგი" საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჩიკვაიძეს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაერკვია, რა ურთიერთობა აქვთ მას და ნინის.

- მე და ნინი ბავშვობის მეგობრები ვართ და ერთად ყოფნა ყოველთვის გვიხარია. გვიყვარს ერთად გატარებული დრო, რადგან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. გვესმის ერთმანეთის იუმორი და გვიყვარს მუსიკა.

- რა მიზნით იყავით საფრანგეთში?

- ჯექსონების ოჯახის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე ვიყავით მიწვეული. არაჩვეულებრივ შოუს დავესწარით. ასევე, საფუძველი ჩაეყარა, ერთ მაგარ პროფესიულ საქმეს, რომელსაც მალე გაიგებთ და პირობას გაძლევთ, მალე საქართველოზე მსოფლიოს მაღალი დონის ელიტა ილაპარაკებს. სხვა ვერაფერს გეტყვით. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები