რატომ მოხვდა საავადმყოფოში 83 წლის ალენ დელონი - მშობლები

რატომ მოხვდა საავადმყოფოში 83 წლის ალენ დელონი

2019-08-16 09:55:00+04:00

ალენ დელონის კარიერა კინოში ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ფრანგმა მსახიობმა გადაღებებს სიცოცხლის 60 წელი მიუძღვნა. დელონი საკუთარი ნიჭისა და გამორჩეული გარეგნობის წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ეკრანზე გამოჩენისთანავე გახდა პოპულარული. თუმცა, მსახიობის თქმით, ბოლო წლებში სიცოცხლით ვეღარ ტკბება: Эცხოვრებას ჩემთვის მეტის მოცემა აღარ შეუძლია. უკვე ყველაფერი ვნახე და განვიცადე. რაც მთავარია, მეზიზღება ეს ეპოქა, რომელიც გულს მირევს“, - ამბობს დელონი ერთ-ერთ ინტერვიუში.

mshoblebi

ლეგენდარული მსახიობის მსგავსი დამოკიდებულება ახლობლებს ადარდიანებდა. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც დელონს 2019 წლის ზაფხულის დასაწყისში შეემთხვა. ივნისის შუა რიცხვებში მსახიობს ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა დაადგინეს, რომ მას ინსულტი ჰქონდა. დელონი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პარიზის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მოათავსეს. 83 წლის მსახიობს ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა თავის ტვინში მცირე სისხლჩაქცევა დაფიქსირდა.

mshoblebi

"ყველას დიდი მადლობა, მხარდაჭერისა და თბილი სიტყვებისათვის. როგორც ხედავთ, ის უკვე კარგად გრძნობს თავს“, - განაცხადა ალენ დელონის უმცროსმა შვილმა. მისი თქმით, მსახიობი უკვე გამოჯანმრთელდა.

გამოჯანმრთელებული ალენ დელონის ფოტოები მთელ საფრანგეთში გავრცელდა და არაერთ გაზეთში დაიბეჭდა. მისი ბედი მილიონობით თაყვანისმცემელს აღელვებდა და ელოდნენ მსახიობის გამოჯანმრთელებას.

mshoblebi

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში სამკვირიანი მკურნალობის შემდეგ ალენ დელონი ბევრად უკეთ გრძნობს თავს. მეტიც, მან მოახერხა შვეიცარიაში დაბრუნება, სადაც ბოლო წლებია ცხოვრობს და მოქალაქეობაც აქვს.

mshoblebi

საბედნიეროდ, ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება და 83 წლის ალენ დელონი თავს ახლა კარგად გრძნობს.

ინსულტის შემთხვევაში ყველა წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუ ადამიანს სახე დამახინჯებული, ხოლო ღიმილი ასიმეტრილი აქვს, ვერ იჭერს ხელში ნივთებსა და ვერ იმეორებს ფრაზებს, აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.