რომელი თვეა ჩასახვისთვის ყველაზე რისკიანი და რა მოსდევს მას - მშობლები

რომელი თვეა ჩასახვისთვის ყველაზე რისკიანი და რა მოსდევს მას

2014-10-09 17:46:04+04:00

"გაოცებულნი დავრჩით იმის აღმოჩენით, თუ რამდენად აშკარა იკვეთება ეს კანონზომიერება" აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელ თვეში ჩაისახება ბავშვი? თურმე ჰქონია, ყოველ შემთხვევაში, ამას ამტიცებს ამერიკელ მეცნიერთა ახალი აღმოჩენა.

როგორც ისინი გვარწმუნებენ, მაისში მომხდარი ჩასახვა სხვა თვეებთან შედარებით ყველაზე ხშირად მთავრდება ნაადრევი მშობიარობებით. სპეციალისტები ამას გრიპის ეპიდემიის სეზონით ხსნიან, რომელიც იანვარსა და თებერვალში მძვინვარებს. სწორედ ამ დროს არის ნაყოფის ნაადრევად მოვლინების რისკიც.

"გაოცებულნი დავრჩით იმის აღმოჩენით, თუ რამდენად აშკარა იკვეთება ეს კანონზომიერება. ნაადრევი მშობიარობების რისკი მთელი 10%-ით იზრდება. ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ფეხმძიმობაზე გრიპის ვირუსის გავლენა იყო აღწერილი, ჩვენი კვლევაც ამას ამტკიცებს", - აცხადებს პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯანეტ კარი.

კვლევაში 700 000-მა დედამ მიიღო მონაწილეობა. კალენდარული მონაცემების თანახმად, მხოლოდ მაისი არ აღმოჩნდა "რთული" თვე. ზაფხულში ჩასახული ბავშვები ჭარბწონიანობისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე დანარჩენები. მეცნიერებმა ეს თავისებურება ასე ახსნეს: "ზაფხულში მომავალი დედებიც უფრო აქტურად იმატებენ წონაში, ეს ან რაციონის თავისებურებით აიხსნება, ან რაიმე სხვა მიზეზით".

ამ დაკვირვევების მიუხედავად, აღმოჩენი ავტორები მომავალ დედებს სთხოვენ, არ "ებრძოლონ" კალენდარს და "საშიშ" თვეებში ჩასახვას არ მოერიდონ. მათი რეკომენდაციით, ამას ჯობს რეგულარულად ჩაიტარონ გრიპის ვაქცინაცია. მით უმეტეს, რომ ვაქცინა ორსულებზე უარყოფითად არ მოქმედებს.

"ვინაიდან დამტკიცდა, რომ გრიპი ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე, პროფილაქტიკურ საშუალებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აცხადებენ მედიკოსები.

ანუ, თუ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, გაკაჟებაზე და გრიპის პროფილაქტიკაზე იზრუნებთთ, დაორსულება მაისშიც თამამად შეგიძლიათ.