ქალმა 70 კილოგრამი დაიკლო - მიზეზი შვილის ქორწილი გახდა - მშობლები

ქალმა 70 კილოგრამი დაიკლო - მიზეზი შვილის ქორწილი გახდა

2019-08-18 10:10:29+04:00

ალბათ მთავარი მაინც მოტივაცია და მონდომებაა...

ბრიტანელი კლერ ჰოვარდი 139 კილორამს იწონიდა. უჭირდა გადაადგილება და სუნთქვა. ამის მიუხედავად, კვლავ განაგრძობდა ჭამას. თუმცა, როცა შეიტყო, რომ მისი შვილი, ლუკი, ქორწილს გეგმავდა, ყველაფერი შეიცვალა.

mshoblebi

კლერს არ უნდოდა, რომ შვილს მისი წონის გამო შერცხვენოდა. ქორწილამდე 40 კილოგრამი დაიკლო და დარწმუნებული იყო, ლუკი ამაყობდა მისით. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს ქალმა აღნიშნა, რომ უამრავი კომპლიმენტი და თბილი სიტყვა მიიღო სტუმრებისა და რძლისგან.

mshoblebi

კლერი არ გაჩერდა და ახლა 67 კილოგრამს იწონის. ყოველდღიურად ვარჯიშობს, სწორად იკვებება და ბევრს მოგზაურობს.

mshoblebi