"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე 35 წლის გახდებოდა - მშობლები

"არც ერთს მამა არ ახსოვს, მაგრამ მთელი ქვეყანა იცნობს გიორგის და ისინიც მამიკოთი მოიხსენიებენ..." - გიორგი ანწუხელიძე 35 წლის გახდებოდა

2019-08-19 04:28:24+04:00

გა­უ­ტე­ხე­ლი და და­უ­ჩო­ქე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო, ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე აგვისტოს 35 წლის გახ­დე­ბო­და. ვა­ზი­ა­ნის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი 2008 წლის ომის დროს 24 წლის იყო. ის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გა, მა­შინ, რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის 21-ე ბრი­გა­და, ცხინ­ვა­ლის ე.წ შან­ხა­ის რა­ი­ონს უტევ­და...

შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ აწა­მე­ბენ და­ტყვე­ვე­ბულ ქარ­თველ სამ­ხედ­როს ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და აი­ძუ­ლე­ბენ მი­წას აკო­ცოს, თუმ­ცა, გმი­რი ბო­ლომ­დე უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ქარ­თვე­ლი კაპ­რა­ლი 2008 წლის ნო­ემ­ბრამ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ნო­ემ­ბერ­ში კი ცხინ­ვა­ლი­დან ათი ქარ­თვე­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მათ­გან ერთ-ერთი ან­წუ­ხე­ლი­ძე იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცხე­და­რი სა­შინ­ლად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო სი­ცო­ცხლე­ში 195 სმ-მდე იყო, თუმ­ცა, ცხე­და­რი 180 სმ-მდე იქ­ნე­ბო­და, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­აბ­ნია, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ასე­თი სხვა­ო­ბის მი­ზე­ზი ცხედ­რის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა იყო...

AMBEBI.GE ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლეს მაკა ჩიქ­ვი­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

- 35 წლის გახ­დე­ბო­და... დღეს მე და მისი მე­გობ­რე­ბი, კო­ჯო­რ­ის სერ­ჟან­ტთა აკა­დე­მი­ი­დან მას­თან ერ­თად ვართ, მუ­ხათ­გევ­რდზე. უამ­რა­ვი მისი მე­გო­ბა­რი, პრაქ­ტი­კუ­ლად ნა­ხე­ვარ­ზე მეტი, იმ ომს შე­ე­წი­რა. ვინც დარ­ჩა, ზოგი წა­სუ­ლია, თუმ­ცა, ვინც აქ არის, არ ვა­ვი­წყდე­ბით, ყო­ველ­თვის გვკი­თხუ­ლო­ბენ...

- სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ზე ახა­ლი ხომ არა­ფე­რია?

- არა­ფე­რი ვი­ცით, ამ თე­მა­ზე ჩვენ­თან კავ­ში­რი არა­ვის აქვს. სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სამ­რთლოს პრო­კუ­რო­რი ფატუ ბენ­სუ­და რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­შინ დაგ­ვი­ბა­რეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში და და­მა­ტე­ბით გაგ­ვე­სა­უბრნენ.

განაგრძეთ კითხვა