რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა - მშობლები

რომელ მოსწავლეებს აცრიან სექტემბრიდან სკოლებში და შეეძლებათ თუ არა მშობლებს უარის თქმა

2019-08-21 08:32:51+04:00

სექტემბრიდან იმ მოსწავლეებს, რომლებსაც გეგმიური აცრები სრულად არ აქვთ ჩატარებული, სკოლაში შესაბამის აცრას ჩაუტარებენ. მონიტორინგს კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაუწევს.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ეხება არა მარტო პირველკლასელებს, არამედ სკოლის ყველა მოსწავლეს.

- მოგეხსენებათ, წინა წელს წითელას ეპიდემია იყო საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, ბევრს არ ჰქონდა წითელა-წითურას აცრა და აუცილებელი გახდა სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, - აცხადებენ სამინისტროში.

თუ მშობელს შვილისთვის აცრის ჩატარება არ ენდომება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვეუბნებიან, უნდა წარადგინოს დასაბუთებული უარი, რატომ არ სურს აცრის გაკეთება: "მხოლოდ "არ მინდა" არ კმარა, მშობელმა დასაბუთებული უარი უნდა თქვას. მათთან იმუშავებს ექიმი, აუხსნის რისკებს, რაც შეიძლება აუცრელობას მოჰყვეს და ეტყვის იმასაც, რომ თავად აცრას არანაირი გვერდითი ეფექტი არ აქვს. ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოდის, არის სრულიად უსაფრთხო და მაღალი ხარისხის“, - ამბობენ სამინისტროში.

თამარ იაკობაშვილი

altაცრა და სისხლის აღება რომ უცრემლოდ დასრულდეს - გამოცდილი დედების ხრიკები