"ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო" - 16 წლის ლუკა ფოფხაძე 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა - მშობლები

"ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო" - 16 წლის ლუკა ფოფხაძე 40-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

2019-09-02 11:39:25+04:00

16 წლის ლუკა ფო­ფხა­ძე, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც გა­უ­მარ­თა­ვი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით გა­და­იყ­ვა­ნეს ამ­ბრო­ლა­უ­რი­დან ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გარ­და­იც­ვა­ლა. ბიჭუნა 41 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უგონოდ იყო. მას ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში მკურ­ნა­ლობ­დნენ.
"ვერ გიშველა დედის ლოცვამ, დე, ვერ გადაგარჩინე, დე, დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები, დე, ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა, შვილო

ვიარო იმ გზაზე,რომელიც შენთან მომიყვანს, აქ ვერა,მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე, დედიკო, გთხოვ!

ვიგუდები შვილო, ვერ ვსუნთქავ უშენოოდ, ახლა რა ვქნა, ახლა როგორ ვიცხოვრო, რა ვუყო 16 წლის მოგონებებს და ნივთებს,რაც შენთან მაკავშირებს, რა ვუყო იმ ქუჩებს, ადგილებს სადაც ერთად გვივლია, სად გადავსახლდე, დედუკაა? უშენოდ როგორ ვისუნთქო?

წამიყვანეე, გემუდარები ლუკა! უერთმანეთოდ ხომ ვერ ვძლებდით, დედუკა?! ჩემო კეთილშობილო...მოსიყვარულე..მზრუნველოო..უწყინარო შვილოო, წამიყვანეეე!!! ყვირილი მინდა, სამყარომ რომ გაიგოს ისეთი ყვირილი,მაგრამ დავმუნჯდიი

ვიხრჩობი დე, გასკდა გული შვილო, დაუბრუნდი სხეულს გთხოვ,,სთხოვე უფალს, შენი კეთილი სული დაუბრუნდეს სხეულს..

დაგაბრუნოს ჩემთან...სთხოვე დედი, შენ ისეთი კეთილი ხარ,იქნებ მოხდეს სასწაული.

გელოდები დედიკო, გთხოოოვ!!! - წერს გარდაცვლილი ბიჭუნას დედა, ბელა ჯმუ­ხა­ძე სოციალურ ქსელში.

16 წლის მო­ზარ­დი რა­ჭი­დან ქუ­თა­ის­ის საავადმყოფოში 19 ივ­ლისს მიიყვანესს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვა­ნი ზღვი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­უდ­გე­ნე­ლი ვირუ­სით შე­უძ­ლოდ გახ­და.