ბევრი ბავშვი აბაზანის დანახვისთანავეც კი ისტერიკაში ვარდება როცა ბავშვს წყლის შიში აქვს, ეს მხოლოდ მდინარესა და აუზში ბანაობას არ უშლის ხელს. ბევრი ბავშვი აბაზანის დანახვისთანავეც კი ისტერიკაში ვარდება, შესაბამისად ჩვეულებრივი ჰიგიენური პროცედურა ბევრი ოჯახისთვის ნამდვილ ტანჯვად არის ქცეული. რით დავეხმაროთ ასეთ ბვშვებს?
დავიწყოთ სულ თავიდან
ახალშობილს წყლის არ ეშინია. ამ გარემოში ის თავს მთელი 9 თვის განმავლობაში კარგად გრძნობს. რომ გაიზრდება, შიში მერე ჩნდება და რაც არ უნდა ურყოთ, ამ შიშის გაჩენა მშობლების ბრალია.
წყლის შიში რომ არ გაუჩნდეს, ამისათვის დაბადებიდანვე ფრთხილად მოეპყარით მისი ბანაობის პროცესს. პირველ რიგში მშვიდი ატმოსფერო შეუქმენით და არაფერი ატკინოთ. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ბავშვის მოხერხებულად ჭერას და მის დაბანას ერთდროულად მოახერხებთ, მამას, ბებიას ან პაპას დააჭერინეთ წყალში.
ყურადღებით აკონტროლეთ წყლის ტემპერატურა. ერთხელაც რომ "გამოგეპაროთ” რამე და პატარა ზომაზე მეტად ცხელ წყალში ჩასვათ, შიში გაუჩნდება და ყოველთვის უარს იტყვის წყალში ჩასმაზე.
შიშის გაჩენის ძირითადი მიზეზები
1. შემთხვევით ჩავარდა (ხელიდან უხერხულად გაგისხლტათ) და წყალი ყლაპა.
2. ბოლო ბანაობისას თვალები აუწვა საპონმა ან შამპუნმა. შეიძლება არც აუწვა, მაგრამ ზედმეტი წყალი ჩაუვიდა თვალებში, რაც ასევე საკმაო დისკომფორტს იწვევს.
3. ეშინია აბაზანაში წაქცევის.
4. ერთ-ერთი ბანაობისას წყალი ზედმეტად ცხელი ან ცივი იყო.
5. ერთხელ რომ შეაკრთო წყალმა და ბანაობა გააპროტესტა, მშობლის ძალდატანებამ მეტი სტრესი გამოიწვია.
6. წყლის ნაკადის ინტენსიური ჩამოსხმა სახეზე, რამაც სუნთქვა შეუკრა.
ამ ყველაფრს თავიდან აცილება შეიძლება, თუ ბანაობის ელემენტარულ წესებს დაიცავთ, მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ უკვე შიში არსებოს ან სულ სხვა მიზეზებმა გამოიწვიეს ის.
როგორ დავამარცხოთ წყლის შიში
1. წყლის მანიპულაცია. აიღეთ ორი ჭურჭელი და ერთიდან მეორეში გადაასხით და გადმოასხით წყალი. რა თქმა უნდა, ბავშვის თანდასწრებით, რათა ახლოდან შიშის გარეშე დააკვირდეს ამ ნივთიერებას.
შემდეგ წყლიან ჭურჭელში ლამაზი მძივები, ნიჟარები ან წვრილი სათამაშოები ჩაუყარეთ და ბავშვს მათი ამოღება სთხოვეთ.
2. სუნთქვითი ვარჯიში. აიღეთ კარგად ნაცნობი"ქინდერ სიურპრიზის” ორი"ბუდე” და წყალში ჩაუშვით. უთხარით ბავშვს, რომ ესენი ნავებია, რომლებსაც სული უნდა შეუბერო და ასე გააცურო. აბა, რომელი უფრო შორის გაცურდება?
ანუ აგრძნობინეთ, რომ წყალი მხოლოდ დაბანა და თვალების წვა არ არის. ის კარგი გასართობია, რომელსაც შეიძლება დაუმეგობრდე.
3. სათამაშო თილისმა. შინ აუცილებლად გექნებათ რამე პაწაწინა სათამაშო, რომელიც წყლის თემატიკასთნ ახლოსაა (ბაყაყი, თევზი, ნავი, იხვი). შემდეგ პატარა ქილა მოიძიეთ თავსახურით (თუნდაც პასტერიზებული ხილფაფის, ან წვენის), თავსახურზე სათამაშო მიამაგრეთ (თუნდაც პლასტელინით). ქილა წყლით გაავსეთ, შეგიძლიათ ბრწყინავი ნამცეცებიც ჩაყაროთ და არ გაავსოთ. ძალიან საყვარელი სათამაშო გამოვა.
4. როცა აბანავებთ, წყალქვეშა ცურვისთვის განკუთვნილი ნიღაბი ან სათვალე გაუკეთეთ და "გააცანით” დიდი წყალი, ანუ სავსე აბაზანა. ჩაუყარეთ სათამაშოები.
5. როცა ტბაზე, მდინარეზე ან ზღვაზე ხართ, ბავშვი ხშირად კატეგორიულ უარს ამბობს შიგნით შესვლაზე. ბევრი ახლოსაც კი არ მიდის ნაპირთან. აიყვანეთ ხელში და ისე მიუახლოვდით ნაპირს. შემდეგ წყალშიც შედით. ზოგჯერ ეს შველის, მაგრამ თუ პატარა ტირის და ნაპირზე ასვლას ითხოვს, ამოიყვანეთ. წყალში ჩაგდება ან რაიმე მსგავსი არ სცადოთ.
როცა ზღვში ჩასვლის ეშინი
რჩევა: იყიდეთ გასაბერი აუზი და პლაჟზე დადგით. მასზე ბავშვი უარს არ იტყვის.
გარკვეული დროის მერე ისევ სცადეთ დიდ წყალთან კონტაქტი. სთხოვეთ, პატარა ვედრით ზღვიდან წყალი ამოიღოს და აუზში ჩაასხას. თავიდან წყალს ალბათ ნაპირიდანვე აავსებს ისე, რომ ფეხსაც არ დაისველებს, მაგრამ დროთა განმავლობაში გათამამდება. ასე ნაბი-ნაბიჯ დაამარცხებთ შიშს. ასევე გაითვალისწინეთ, არ არის საჭირო, მისი თანდასწრებით უთხრათ სხვებს, რომ ბავშვს წყლის ეშინია.
არ შეიძლება
1. აძულოთ წყალში შესვლა
2. წყალში ჩაგდება
3. დაცინვა წყლის შიში გამო
4. ბავშვის შიშის ახლობლებთან განხილვა მისი თანდასწრებით