"თუ თქვენს შვილს არ აქვს მოტორული უნარები განვითარებული, მაშინ აღარ უნდა იწუწუნოთ, რომ მისი გონება ცუდად მუშაობს“ - მშობლები

"თუ თქვენს შვილს არ აქვს მოტორული უნარები განვითარებული, მაშინ აღარ უნდა იწუწუნოთ, რომ მისი გონება ცუდად მუშაობს“

2019-09-06 18:43:47+04:00

ფსიქოლოგი, ტატიანა ჩერნიგოვსკაია ბავშვებში ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე საუბრობს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს მისი ლექციიდან:

- ჩვენ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. ერთი მხრივ, ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც გადაწერით წერენ და კითხულობენ ჩვეულებრივ წიგნებს, მეორე მხრივ, კი არიან ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ჰიპერტექსტებს, წერენ არა ზოგადად, არამედ გამოსახულებებით ისე, რომ ტექსტი აღარცაა საჭირო. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს სხვა ადამიანია და მას სხვანაირი ტვინი აქვს. ჩვენ, უფროსებს ძალიან მოგვწონს ასეთი ტვინი და დარწმუნებულები ვართ.

თუ ბავშვებს სკოლაში მისვლამდე არ ვავარჯიშებთ ხაზების გავლებაში, არ გამოვუმუშავებთ ხელით კალმის დაჭერასა და მისი მეშვეობით ფიგურების გამოსახვას, თუ მაკრატლით არ გამოჭრის, არ ააცვამს მძივებს, მას წვრილი, ნატიფი მოტორიკა არ გამოუმუშავდება. ეს მის მეტყველების კულტურაზეც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. თუ თქვენს შვილს არ აქვს მოტორული უნარები განვითარებული, მაშინ აღარ უნდა იწუწუნოთ, რომ მინება გონება არ მუშაობს."

მოტორული უნარები ბავშვებს საკუთარი სხეულის გაკონტროლებაში ეხმარება. წვრილი მოტორიკა კი არის უნარი, რომლის მეშვეობითაც ბავშვი აკონტროლებს წვრილ, თხელ კუნთებს და ახერხებს, თვალის საგნებზე გაყოლებას, მოჭიდებას და ასე შემდეგ.

alt"ბავშვის მთავარი უბედურება მისი მშობლების ამბიციებია" - ტატიანა ჩერნიგოვსკაია მშობლების როლზე

alt"არანაირი ჭადრაკი და უცხო ენები. თქვენ კარგავთ ფულს, ის კი ბავშვობას" - ცნობილი ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს