ტოპ-მულტფილმები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს სამყაროს შეცნობაში - მშობლები

ტოპ-მულტფილმები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს სამყაროს შეცნობაში

2019-09-10 04:18:47+04:00

ეს სია შეადგინა მრავალშვილიანმა დედამ, პედაგოგმა - ვერა ბაშმაკოვამ. ის დარწმუნებულია, რომ ამ მულტფილმებმა დიდი გავლენა მოახდინა მისი ბავშვების აღზრდაში.

კაროლინა

Коралина (Coraline)

ცოტა საშიში სანახავია. ჯერ უყურეთ თავად და გადაწყვიტეთ, აჩვენებთ თუ არა ბავშვებს. მულტფილმი მიტოვებულ გოგონაზეა, რომელიც ცდილობს შეეგუოს თავის უცნაურ მშობლებს.

პარანორმანი

Паранорман (ParaNorman) სასწაულად სასაცილო ფილმია, რომელიც გვიყვება ბავშვურ მარტოობასა და გაუგებრობაზე, უფროსების გულგრილობაზე. სევდიანი დასარული აქვს. ნახვის შემდეგ დაელაპარაკეთ და თანაუგრძნეთ ბავშვს.

მონსტრების ოჯახი

Семейка монстров

გასართობი ზღაპარია"ცივილურ" და "ველურ" სამყაროზე. ამბავი ისე კარგადაა გადმოცემული, რომ რომ ვერ მოწყდებით.

ტომი მური

მისი მულტფილმები შეუდარებელია. მური აერთიანებს თანამედროვე ცხოვრებასა და ძველებურ ყოფას. ფილმში ერთდროულად ჟღერს ჯადოქრული, ძველებური და თანამედროვე მუსიკა.

კელსის საიდუმლო

Тайна Келлс (The Secret of Kells)

კელსის წიგნში გადმოცემული ისტორია მონასტერში მყოფ ბიჭუნას და მისი ველური მეგობრის ამბავს გვიყვება.

ზღვის სიმღერა

Песнь моря (Song of the Sea)

ირლანდიური მითოლოგიის ეკრანიზაციაა თანამედროვე ბავშვებისთვის. ფილმის ნახვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებით.

სტეფან ობვე, ვინსენტ პატარი და ბენჟამენ რენე და მათი მულტფილმები.

ერნესტი და სელესტინა

Эрнест и Селестина (Ernest et Célestine)

სასაცილო, სევდიანი და სუფთა მეგობრული გრძნობების ნაზავია წარმოდგენილი ფილმში.

ცხვარი შონი

Барашек Шон (Shaun the sheep)

ფილმში ცხვრის ურთიერთობა მეპატრონის ძაღლთან იმეორებს შვილებსა და მშობლებს შორის იერარქიებს.

უოლესი და გრომიტი

Уоллес и Громит (Wallace and Gromit)

ფილმში შეიმჩნევა სნობიზმი და მსუბუქი ცინიზმი, მაგრამ სასაცილოა.

გაქცევა საქათმიდან

Побег из курятника

ფილმში მოთხრობილია ქათმის ფერმის მაცხოვრებელი ქათმების დრამატულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთ მეორეხარისხოვან ქათამს დაკლავენ და მისგან ნამცხვარს აცხობენ. ფილმის ნახვის შემდეგ შესაძლოა ბავშვმა უარი განაცხადოს ქათმის ხორცის ჭამაზე. ამიტომ დაფიქრდით, აყურებინებთ თუ არა მას ფილმს.

კუნგ-ფუ პანდა Кунг-фу панда (Kung Fu Panda)

ეს მულტფილმი მოსწავლესა და მასწავლებელზე, საკუთარ თავთან მუშაობაზეა.

პატარა პრინცი

Маленький принц (Le Petit Prince)

ფილმში აღწერილია ინფანტილური მოხუცისა და ბავშვის მეგობრობის ამბავი.

მადაგასკარი

Мадагаскар (Madagascar)

ნიუ-იორკის ზოოპარკის 4 ბინადარი მოულოდნელად გადაიყვანეს ბუნებრივ პირობებში, სადაც მათ უხდებათ შეგუება ახალ გარემოსთან.

პატარა ბოსი

Босс-молокосос (The Boss Baby)

ბიჭს უჩნდება პატარა ძმა. ძალიან სახალისო ისტორიაა. გამოადგებათ მშობლებს და მათ შვილებს, რომლებიც გეგმავენ მეორე ბავშვის გაჩენას.

მისტერ პიბოძის და შერმანის თავგადასავალი

Приключения Мистера Пибоди и Шермана (Mr. Peabody & Sherman)

ფილმი გენიალურ ძაღლზეა, რომელმაც ბავშვი აიყვანა აღსაზრდელად. ეს არის განსხვავებული მშობლების მეტაფორა

საზიზღარი მე

Гадкий я 1 и 2 (Despicable Me 1, 2)

თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ საკმაოდ სასაცილო და სახალისოა.

ცხოველების სიმღერა

Зверопой (Sing)

ისტორია ცხოველების კონკურსში მონაწილეობაზეა, რომლებიც აღმოჩნდებიან დიდების მწვერვალზე.

როგორ მოვარჯულოთ დრაკონი

Как приручить дракона (How to Train Your Dragon)

ფილმში აღწერილია ვიკინგების ბელადის შვილის და დრაკონების ამბავი.

ბრძოლა თოვლში

Снежная битва (La guerre des tuques)

არდადეგებზე ბავშვებმა ააშენეს თოვლის სასახლე, სადაც ვითარდება მოქმედება.

ნაოჭები

Морщинки (Arrugas)

საოცარი მულტფილმია, რომელშიც მოთხრობილია მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადართა ისტორიები. ფილმს შეიძლება ეწოდოს - 12+.

სათამაშოების ისტორია (1, 2, 3, 4)

История игрушек

საინტერესო, სასაცილო, ღრმა და შინაარსიანი ფილმია, რომელიც არწერს გაცოცხლებული სათამაშოების ისტორიას.

ნემოს ძიებაში

mshoblebi

ისტორია ჯამბაზ თევზზეა, რომელიც ისე გადაჭარბებულად ზრუნავს თავის შვილზე, რომ არ აცდის ცხოვრებას. ბიჭი ხვდება გაუგებრობაში, მამა ცდილობს მის გადარჩენას და ხვდება თავის შეცდომებს. ორივე იცვლება უკეთესობისკენ.

სუპერ ოჯახი

Суперсемейка (The Incredibles)

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახური წყვილია, რომელთაც ჰყავთ ასევე ჩვეულებრივი შვილები. ცდილობენ იცხოვრონ მშვიდად თუმცა სიტუაცია ისე წარიმართება, რომ მოუწევთ თავიანთი სუპერ შესაძლებლობების გამოვლენა შვილების თვალწინ. საკმაოდ სახალისო სიუჟეტია.

მანქანები

Тачки (Cars)

ისტორია მანქანებზეა, სადაც აღწერილია, რომ ცხოვრებაში მთავარი არა დიდება, არამედ ადამიანური ურთიერთობებია.

მონსტრების უნივერსიტეტი

Университет монстров (Monsters University)

ფილმი მოგვითხრობს მოტივაციაზე, რომ მას დიდი ძალა აქვს.

თავსატეხი

Головоломка (Inside Out)

ამ მულტფილმში ემოციები ეხმარება გოგონას თვითგადარჩენაში.

რაპუნცელი

Рапунцель (Tangled)

ფილმში აღწერილია გრძელთმიან გოგონაზე, რომელიც გაიზარდა სამყაროსგან იზოლირებულად. შემდეგ მან აღმოაჩინა ფერადი და საინტერესო სამყარო და შეიყვარა ის.

გაყინული

Холодное сердце (Frozen)

ეს არის ლამაზი ისტორია დებზე და მათ ურთიერთობებზე.

გმირების ქალაქი

Город героев (Big Hero 6)

ფილმი რობოტექნიკაზეა, უფრო გათვლილია ბიჭების ინტერესებზე.

ზოოტოპია

Зверополис (Zootopia)

მულტფილმი, სადაც ნაჩვენებია ტოლერანტულობა და საყოველთაო ერთიანობა.

ჩემი მეზობელი ტოტორო

Мой сосед Тоторо

ორი დის ამბავი, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ, მათ ჰარმონიულ ურთიერთობაზე ბუნებასთან.

პორკო როსო

Порко Россо

ფილმში აღწერილია პილოტის ისტორია, რომელიც გახდა ღორი და შეუყვარდა გოგონა.

პრინცესა მონონოკე

Принцесса Мононоке

მულტფილმში აღწერილია ადამიანისა და ბუნების ურთიერქმედება. ბუნებას ვერ მოერევი - ასეთია ფილმის სლოგანი.

მოჩვენებების მიერ მოტაცებული

Унесенные призраками

გოგონა გადაარჩენს თავის მშობლებს, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სამყაროს მიმართ.

მარნის მოგონებები

Воспоминания Марни

მომნუსხველი ოჯახური ისტორია.

კოკო

mshoblebi

მულტფილმი, რომელიც ოჯახურ, ნათესაურ ურთიერთობებზე და წინაპრების პატივისცემაზეა.

მფრინავი სახლი

mshoblebi

მულტფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე.

შეგიძლიათ, კომენტარებში თქვენც დაამატოთ სიას საკუთარი ვერსიები, თანამედროვე მულტფილმებიდან, რომლებიც მოგეწონათ.