რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს დამატებითი კვება? - პედიატრ მაია სურვილაძის რჩევები დედებს - მშობლები

რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს დამატებითი კვება? - პედიატრ მაია სურვილაძის რჩევები დედებს

2019-09-11 06:19:26+04:00

დამატებითი კვება დედის რძისგან კონსისტენციით, არომატითა და ვიზუალურად განსხვავებული საკვები პროდუქტების ბავშვის ორგანიზმში შეყვანის პროცესია. ის მოიცავს ბოსტნეულს, ხილს, ფაფებს და ორცხობილებს.

ხშირად, მშობლები თავსატეხის წინაშე დგებიან: რა ასაკიდან უნდა მისცენ ბავშვს დამატებითი კვება, რომ ორგანიზმმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს?

მედიცინის დოქტორი, პედიატრი მაია სურვილაძე განმარტავს, რომ დამატებითი კვების მიცემისას უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პროდუქტის დოზა, და რაც მთავარია უნდა შევარჩიოთ ხარისხიანი საკვები, რათა გაუფრთხილებლობით ორგანიზმში არ მოხვდეს მძიმე მეტალები, ჰორმონები, ანტიბიოტიკები და მსგავსი მავნე ნივთიერებები.

დამატებითი საკვების მიღება ბავშვმა 4-6 თვის შუალედში უნდა დაიწყოს. 6-დან 8 თვემდე ბავშვები ენერგიის 25%-ს, ხოლო 9-დან 11 თვის ასაკში ენერგიის 50%-ს სწორედ დამატებითი საკვებით იღებენ. შესაბამისად, ამ ასაკის ბავშვს მხოლოდ დედის რძე ან ადაპტირებული რძის ნარევი ვეღარ აკმაყოფილებს და შეიძლება დეფიციტური მდგომარეობები განუვითარდეს.

- რა დროს არის არის ბავშვი მზად იმისთვის, რომ დამატებითი საკვები მიიღოს?

- ბავშვი დამატებითი საკვების მისაღებად მზად არის როცა: შეუძლია დახმარებით ჯდომა, თავის ზევით აწევა (მცირე დროით), ქრება პირიდან საკვებისა და კოვზის გამოდევნის რეფლექსი, მიიწევს უფროსების საკვებისკენ, თავს აბრუნებს კოვზისკენ, შიმშილის დროს ან პირიქით, როცა საკვების მიღება არ სურს.

"ბავშვს დამატებითი საკვები არ უნდა მივცეთ სიცოცხლის 17 კვირაზე ადრე და 26 კვირაზე გვიან".

პედიატრი დამატებითი კვების ფარგლებში გათვალისწინებული ფაფების სახლში მომზადებასთან თანმხლები საფრთხის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, თუ მშობელს თავად აქვს მეურნეობა და შესაძლებლობა, რომ ეკოლოგიურად სუფთა, სასუქების, ტყვიისა და სხვა მავნე ნივთიერებების გარეშე მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მისცეს ბავშვს, დამატებითი კვების ამაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს, თუმცა ქალაქის პირობებში რისკები მაღალია.

"ისეთი პროდუქტები უნდა შევიძინოთ, რომელიც ამ რისკებისგან თავისუფალია." მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა კვება უმკაცრესად კონტროლირდება, დიდი ყურადღება ექცევა ტყვიის, სტაბილიზატორების, სასუქებისა და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობას, პროდუქტის მოყვანის პირობებს, იმ ნიადაგების კონტროლს რაზეც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული, სადაც იკვებებიან ძროხები, რომელთაგანაც ღებულობენ რძეს და ხორცს. ასევე, მოწმდება სახნავ-სათეს მიწებზე მოსული ნალექების შემცველობა, როგორია პესტიციდების რაოდენობა და მორწყვის სისტემა, რათა ამ გზითაც არ დაბინძურდეს ბავშვთა კვებაში გამოყენებული ნედლეული და საბოლოოდ ბავშვებმა მიიღონ ისეთი პროდუქტი, რომელიც ხელს-შეუწყობს მათ ასაკის შესაბამის ზრდა-განვითარებას და ჯანმრთელობას. ყოველივე ამას კი აკმაყოფილებს იტალიური ბრენდ "პლასმონის" დამატებითი კვების პროდუქტები: ხილისა და ბოსტნეულის პიურეები, ფაფები, ხორცის პიურეები, საბავშვო იოგურტები, ორცხობილები და ა.შ.

- როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დამატებითი კვების მიღებას?

- ალბათ, ეს საკითხი მშობლების უდიდეს თავსატეხად იქცა, განსაკუთრებით, ისეთ შემთხვევებში, როცა დამატებითი კვების დაწყებას ბოსტნეულით ცდილობენ.

იმისათვის, რომ ბავშვი დამატებით კვებას შევაჩვიოთ და ბოსტნეულიც შევაყვაროთ, უმჯობესია მისი მიცემა უმცირესი ოდენობით დავიწყოთ; სტაფილოს, ბროკოლის ან ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე დედის რძეში ან რძის ადაპტირებულ

ნარევში შეიძლება შეირიოს და ძუძუთი კვების წინ ½ ჩ/კ მიეცეს ბავშვს, შმედეგ თანდათან გაიზარდოს რაოდენობა. ასე უნდა მოვიქცეთ იქამდე, სანამ გემოს აღქმას არ დაიწყებს და პიურეს არ მიეჩვევა.

"დამატებითი კვების დაწყებისას ბავშვს არ უნდა გამოუვლინდეს ალერგიული რეაქცია - გამონაყარი, ყაბზობა, დიარეა, ცემინება, სურდო და ა.შ. თუ ალერგიული რეაქცია არ გამოვლინდა, მაგრამ საკვები უბრალოდ, გემოთი არ მოსწონს, მაშინ მეორე დღესაც იგივე დოზით, უნდა მისცეს დედამ. შეჩვევის პროცესს შეიძლება, 2-3 კვირაც დასჭირდეს, ამიტომ მოთმინებაა საჭირო. მრავალრიცხოვანი მსოფლიო კვლევებით აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც 2-3 მიცემაზე უარს ამბობდნენ დამატებით საკვებზე და დედებიც "ნებდებოდნენ", შემდეგში არ ღებულობდნენ ამ საკვებს და შესაბამისად უნვითარდებოდათ ესა თუ ის დეფიციტური მდგომარეობები (მაგ.: ანემია, რაქიტი და ა.შ.)

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს დამატებითი კვება მონოკომპონენტური პიურეთი უნდა დავაწყებინოთ და როცა შეეჩვევა, პედიატრთან რეკომენდაციით, შეგვიძლია, რამდენიმე სახეობის ბოსტნეულისგან ან ხილისაგან შემდგარი პიურე მივცეთ. (მაგალითად, "პლასმონი" სტაფილოს, კარტოფილისა და ყაბაყის" პიურესაც აწარმოებს, რომლის მიცემა 4 თვიდან არის რეკომენდებული.)

ფაფა

პედიატრის განმარტებით, თუ ბავშვს წონის დეფიციტი აქვს, უმჯობესია დამატებითი კვება ფაფით დავიწყოთ. ისეთი კომპანიების ფაფები, რომლებიც ხარისხსა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებულები, მოიცავს ფაფების ფართო არჩევანს: ურძეო ან რძიანი, მონოკომპონენტური ან მრავალკომპონენტური, უგლუტენო ან გლუტენით. და აქ უკვე პედიატრის გადასაწყვეტია რომელ ბავშვს რომელი და რა რაოდენობის ფაფა მიეცეს. "პლასმონს" აქვს არჩევანი, ურძეო, უგლუტენო და მონოკომპონენტური ან რძიანი, გლუტენიანი, მონოკომპონენტური, ან რძიანი, უგლუტენო, მრავალკომპონენტიანი და .შ. ფაფებისა. თუმცა უმჯობესია, თუ თავდაპირველად, ბავშვისთვის მონოკომპონენტური, უგლუტენო და ურძეო ფაფის მიცემას დავიწყებთ, რათა თავიდან ავირიდოთ ალერგიული რეაქციები.

"მონოკომპონენტურობაში ერთი სახეობის ბურღული იგულისხმება. არავითარ შემთხვევაში, რამდენიმე სახის ბურღულით არ უნდა დავიწყოთ. ასევე, გლუტენი ეს არის ცილა, რომელიც ზოგ მარცვლეულში (ხორბალი, შვრია და ა.შ) გვხვდება. ზოგჯერ ბავშვებში ვხვდებით გლუტენისადმი ალერგიას ან გლუტენის აუტანლობას - ცელიაკიას. თუ დიარეა, ყაბზობა ან სხვადასხვა სახის გამონაყარი არ განვითარდა, მაშინ შეგვიძლია, სხვა ფაფებზეც გადავიდეთ", - განმარტავს ექიმი.

ხილის პიურე

თუ ბავშვს რაიმე ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებს, ხილიდან - ვაშლის პიურე დასაწყისისთვის კარგი არჩევანია. აქაც, ყურადღება უნდა გამახვილდეს მონოკომპონენტურ პროდუქტზე, რათა ბავშვისთვის ადვილადმონელებადი იყოს და მისმა ორგანიზმმა ყველა საჭირო ვიტამინი აითვისოს.

შეჩვევის პროცესი ხილის შემთხვევაშიც, ბოსტნეულის პიურეების მსგავსია. ნატურალური ხილის მიცემისას, თავიდან პედიატრები მშობელს პროდუქტის მოთუშვას ურჩევენ, რათა დაქვეითდეს მჟავიანობა. დამზადებულ ხილის პიურეებში კი ეს უკვე გათვალისწინებულია.

ხილის პიურის დაწყებისას, ბავშვის ნაწლავთა მოქმედების გათვალისწინებით, პირველი არჩევანი უნდა გაკეთდეს მონოკომპონენტურ პიურეზე (მაგ.: "პლასმონის" ვაშლი, ქლიავი და ა.შ. პიურე) და შემდეგ სხვა ხილიც შეერიოს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ყაბზობა აქვს, კარგი იქნება, შავი ქლიავის პიურით დაწყება.

იოგურტები და პაუჩები

ეს ორი პროდუქტი ბავშვების საყვარელ გემოსთან ასოცირდება, მაგრამ პედიატრი გვირჩევს, რომ მათი დამატებით კვებაში შეტანის საკითხი კარგად განვსაზღვროთ.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში იოგურტისა და პაუჩების მიცემა დაუშვებელია, 6 თვის შემდეგ კი მცირე რაოდენობითაა შესაძლებელია.

mshoblebi

ორცხობილა ანუ ფხვიერი ნამცხვარი

როცა დამატებით კვებაში ორცხობილის შეტანას გადავწყვეტთ, ალბათ "პლასმონის" ფხვიერი ორცხობილა საუკეთესო არჩევანია, რადგან ყველა სხვა კომპანიის მსგავსი პროდუქტისაგან განსხვავებით მას გრანულირებული, უკვე დაფხვნილი ფორმა აქვს. ასევე, ადვილად დნება რძეშიც და პირშიც და გადაცდენის, შესაბამისად დახრჩობის (ასფიქსიისა) საფრთხე ნულამდეა დაყვანილი. პლასმონს აქვს უგლუტენო ორცხობილაც, რომელიც საწყისისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ხილთან და იოგურტთან კომბინაციაში შეიძლება, იდეალური იყოს", - აღნიშნავს პედიატრი.

"პლასმონი"-ს ორცხობილები აკმაყოფილებს სტანდარტს, რომელიც ბავშვში მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს. "ორცხობილა ბავშვისთვის ადვილად ხელში დასაჭერი უნდა იყოს, რათა თითების მოტორიკა განუვითარდეს. ეს პროცესი კი პირდაპირპროპორციულად, ტვინის განვითარებაზე აისახება".

ყველი

8 თვის ასაკიდან ბავშვის რაციონის გასამრავალფეროვნებლად, შესაძლებელია ყველის დამატება 10 გრამის ოდენობით. პედიატრის თქმით, დღეს, მშობლები ხშირად მიმართავენ რჩევისთვის, რა ტიპის ყველი უნდა შეიძინონ ბავშვისთვის, სად, რას უნდა შეიცავდეს.

"ჩემი აზრით, ამ პრობლემის მოსახსნელად იდეალური გამოსავალია ყველი, რომელიც "პლასმონის" მიერ სპეციალურად ბავშვებისთვის არის წარმოებული.

ხორცი და თევზი

დღევანდელი საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით ხორცი ბავშვმა 7 თვის ასაკიდან უნდა მიიღოს, რადგან ის შეიცავს ცილას, რომელიც მრავალ პროცესში მონაწილეობს, მათ შორის ჰემოგლობინის წარმოქმნის, ჰორმონების, ძვლის ზრდის და სხვა მნიშვნელოვანი პროცესები.

"პირველი ხორცი" ესეც პედიატრის გადაწყვეტილება უნდა იყოს - საქონელი თუ ქათამი და თუ ბავშვი ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიულია, მაშინ იდეალური ალტერნატივაა კურდღლის ან ინდაურის ხორცი. ხორცს არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა დანამატები, რაც "პლასმონის" შემთხვევაში გათვალისწინებულია. პლასმონის ხორცის პიურეეები არ შეიცავს სახამებელს, მარილს, არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს, გმო-ს. რაც მთავარია, არის ორთქლზე დამუშავებული და ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი შენარჩუნებულია.

რაც შეეხება თევზს ბავშვს 10 თვის ასაკში უნდა მივცეთ, -"დღეს ბავშვისთვის თევზის შერჩევისას ძალიან დიდი რისკების წინაშე ვდგავართ, რადგან არ ვიცით, სად ხდება მათი გამოზრდა და კვება. ბავშვისთვის არ შეიძლება ზღვის, წყალსაცავების და ოკეანის თევზის მიცემა, რადგან მძიმე მეტალებით დაბინძურების რისკები მაღალია. "პლასმონის" თევზის პიურეები კი საიმედოა, განსაკუთრებულად შერჩეული და დამუშავებული ფილეებისგან მზადდება.

mshoblebi

პასტა (მაკარონი)

რატომ პასტა? - ეს მხოლოდ იტალიელი ბავშვების არჩევანი არ არის. პედიატრის რეკომენდაციით, პასტა ანუ მაკარონი შეგვიძლია გარკვეულწილად, პურის შემცვლელად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით, იმ რეალობაში, როცა საქართველოში დამზადებული პურის ხარისხთან დაკავშირებით, არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს.

"პურის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა, "პლასმონის" პასტა. მისი მოხმარება 4 თვიდან არის შესაძლებელი. დასაწყისისთვის უმჯობესია, ბავშვს უგლუტენო და მცირე რაოდენობით მივცეთ. პედიატრის დანიშნულებით კი შეიძლება მისი კომბინაცია ბოსტნეულთან ან ხორცთან ან ყველთან, რათა ბავშვის კვების რაციონი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

მშობელმა უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია გაკონტროლდეს ქილის ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები. არასრულად გამოყენებული პროდუქტი ინახება თავდახურული მაცივარში და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში. გახსნისას თავსახურის ტკაცუნის ხმა გაუხსნელი შეფუთვის გარანტიაა.