ორსულის აცრა გრიპზე ძალიან სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება... ორსულის აცრა გრიპზე ძალიან სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა ორსულებისთვის.
იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია.
„გრიპის ვირუსი, საბედნიეროდ, უკან იხევს. ბოლო სამი კვირაა ქვეყანაში კლების ტენდენცია არის. ეს ჩანს ყველა მიმიმართულებით. თუმცა, გრიპი ჯერ არ გამქრალა. გრიპი იქნება გაზაფხულამდე, ვიდრე კარგად არ დათბება. აქედან გამომდინარე საჭიროა, სიფრთხილე“, - განაცხადა იმნაძემ.
ინტერპრესნიუსი