გაიცანით თელაველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო" - მშობლები

გაიცანით თელაველი გოგონა, რომელსაც ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში იღებენ - "ჯენიფერ ლოპესმა მითხრა, პირველად ვთამაშობ ქართველთანო"

2019-09-22 10:16:54+04:00

28 წლის ქარ­თველ მსა­ხი­ობს მარი ფე­იქ­რიშ­ვილს ამე­რი­კა­ში ბევ­რი იც­ნობს. მან სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2015 წლი­დან და­ი­წყო და დღეს უკვე ბევრ ფილ­მსა და რეკლმა­ში იხი­ლავთ. თე­ლა­ვე­ლი გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რობს:

- მარი, მოგ­ვი­ყე­ვი რო­დის წახ­ვე­დი ამე­რი­კა­ში?

- 2012 წელს ოჯახ­თან ერ­თად მწვა­ნე ბა­რა­თის მო­გე­ბის შემ­დეგ დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო. მა­ნამ­დე, თე­ლავ­ში ვცხოვ­რობ­დი, სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე, შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ბოლო კურ­სი­დან სწავ­ლის შე­წყვე­ტა მო­მი­წია.

- რო­გო­რი იყო ამე­რი­კა­ში შენი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი?

- ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო თე­ატ­რა­ლურ­ზე ჩა­ბა­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, ვერც კას­ტინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი. თუმ­ცა ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ოც­ნე­ბას ავის­რუ­ლებ­დი. ამე­რი­კა­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ვფიქ­რობ­დი, რომ ჩემი თავი სწო­რედ აქ უნდა აღ­მო­მე­ჩი­ნა. გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხე, რომ სჭირ­დე­ბო­დათ მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წამ­ყვა­ნის როლი უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი მო­ნაც­მე­ე­ბი, თუმ­ცა ასე სწრფად თუ და­მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ არ ვე­ლო­დი. ვერ გე­ტყვით ეს რა გრძნო­ბა იყო - სი­ხა­რუ­ლი, შიში და მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე უამ­რა­ვი კა­მე­რი­სა და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დე­ლი აღ­მოვ­ჩნდი, მაგ­რამ ისე თბი­ლად მი­მი­ღეს, რომ გა­უ­ცხო­ე­ბის მო­მენ­ტი არ მქონ­და.

- რო­მელ ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებთნ ერ­თად გი­თა­მა­შია ფილმში ან რეკ­ლა­მა­ში?

- ბევრ ცნო­ბილ სა­ხეს­თან ერ­თად მი­მუ­შა­ვია, მათ შო­როს ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი იყო. თვი­თონ გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, იტა­ლი­ე­ლი ვე­გო­ნე. რო­დესც გა­ი­გო სა­ქარ­თვე­ლო­დან ვი­ყა­ვი - გა­უკ­ვირ­და. მი­თხრა, რომ ქარ­თველ­თან ერ­თად ფილმში არა­სო­დეს უთა­მა­შია. ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი და სხვა­თა­შო­რის და­ინ­ტე­რეს­და კი­დეც. ასე­ვე სხვა ბევრ ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად მი­მუ­შა­ვია, მათ შო­რის სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი, ჯუ­ლი­ა­ნა მური, ჯე­იმს ფრან­კო, რამი მა­ლე­კი, ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი და ასე შემ­დეგ. განაგრძეთ კითხვა