ზამთრის მოახლოებასთან ერთად თავს იჩენს სხვადასხვა ტიპის ვირუსული ინფექცია, რომლებსაც განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როცა ბაღებსა და სკოლებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი იწყება. რა შემთხვევაში იცავს პაციენტს აცრა, როდიდან იწყება აქტიურად ვირუსული ინფექციები და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ამ თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ მედიცინის დოქტორმა, პედიატრმა, თემურ მიქელაძემ ისაუბრა.
- ვირუსულ ინფექციებს ვიწყებთ შემოდგომის დაწყებისთანავე. ეს არის ეგრეთწოდებული გაციება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იწყება ბაღები და სკოლები. გაციების პირველი სიმპტომი ზოგ შემთხვევაში მაღალი ცხელება, ცხვირიდან ჩამონადენი, ყელის ტკივილია. თუ ბავშვი ახველებს, ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კორონავირუსია. კორონავირუსმა, შესაძლოა, ზაფხულის განმავლობაშიც იცირკულიროს, 2-3 დღიანი მაღალი ტემპერატურა ახლდეს თან, რომელიც 2-3 დღის შემდეგ გაივლის. სექტემბრის ბოლოს იწყება რინოვირუსული ინფექციები. მისი ძირითადი დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, განსაკუთრებით ჰიპერრეაქტიული ბრონქების მქონე ბავშვებში, ეს არის ბრონქოობსტრუქციული განვითარება.
- ადრეული ასაკის ბავშვებში ეს არის გახშირებული სუნთქვა, მაღალი ტემპერატურა, ხველა, რინოვირუსული ინფექციის გართულება, ცხვირიდან უხვი გამონადენი, რა დროსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებთ ცხვირის გამხსნელ საშუალებებს, რაც ზოგ შემთხვევაში, კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ლორწო ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს. ვიწყებთ სხვადასხვა გამათბობლის ჩართვას, შესაბამისად, ოთახის ტემპერატურა დაახლოებით 20-დან 22 გრადუსამდე უნდა გვქონდეს და აუცილებელია ოთახის დატენიანება. გარდა ამისა, გამოვიყენოთ ფიზიოლოგიური ხსნარი. განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული ამოსახველებელი საშუალებების გამოყენება. რინოვირუსის შემთხვევაში, თუ ბავშვს აქვს ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, მათ 5-7 დღის განმავლობაში უმწვავდებათ ხველა.
შემდეგ უკვე ცირკულირებს ადენოვირუსული ინფექციები და პარაგრიპით განპირობებული კრუპი. ადენოვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია თვალიდან მოყვითალო ჩირქოვანი გამონადენი. დილაობით, მაგალითად, შეწებებული თვალით იღვიძებს ბავშვი, განსაკუთრებით ადრეული ასაკის. ძირითადად მაინც ავადობენ 2 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
ადენოვირუსისთვის დამახასითებელია მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, ხშირ შემთხვევაში ყელზე მოთეთრო ფერის ნადები და საკმაოდ ხშირად მშობლებსაც და ექიმებსაც ბაქტერიულ ინფექციაში ერევათ. აუცილებელია სწორი დიაგნოსტირება, რამეთუ არ მოხდეს ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება. როგორც მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკებმა ვირუსული ინფექციის დროს შეიძლება გაამწვავოს კიდეც ეს პროცესი.
- რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სეზონური ინფექცია. ეს დამოკიდებულია პირველ რიგში იმაზე, რომ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები ჰიგიენურ ნორმებს ვერ იცავენ. ხშირად ვერ იბანენ ხელებს. ამიტომ სკოლამდელ დაწესებულებებში მაქსიმალური ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ. დღის განმავლობაში 6-7-ჯერ მაინც უნდა დაიბანონ ხელები. კვლევა რომ ჩაატაროთ, აღმოჩნდება, რომ ერთხელაც არ იბანენ. შეიძლება ერთადერთი კვების წინ დააბანინონ. ბაღში ბავშვებს ძალიან ახლო კონტაქტი აქვთ, საერთო ნივთებს უზიარებენ ერთმანეთს, თამაშობენ და ხველისას და ცემინების დროს მაჯას ვერ იფარებენ. თუ მოზრდილ ასაკში ერთი ან სამჯერ ხდება ბავშვი ავად, ამ ასაკობრივ ჯგუფში, ბავშვი წლის სგანმავლობაში ექვსიდან თორმეტამდე სხვადასხვა ვირუსული ინფექციით დაავადდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ბავშვს იმუნიტეტის პრობლემა აქვს. ეს არის ჯანმრთელი ბავშვისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგია და შესაბამისად, მას სხვადასხვა ვირუსული ინფექციის გადატანისას, უფრო მყარი იმუნიტეტი უნდა ჩამოუყალიბდეს.
- ინჰალატორის გამოყენება უსაფრთხოა და მას არ აქვს უკუჩვენება. ინჰალაცია ორი თვის ასაკიდან შეგვიძლია უპრობლემოდ გამოვიყენოთ. იქნება ეს მარტო ფიზიოლოგიური ხსნარი, სხვადასხვა ჰიპერტონური ხსნარი თუ სხვადასხვა მედიკამენტი. რა თქმა უნდა, უკუჩვენება არ გააჩნია.
- შენობის მიღმა ინფექცია, როგორც წესი, ჰაერწვეთოვანი გზით არ უნდა გავრცელდეს. შესაბამისად, ნაკლებია მისი გავრცელების სიხშირე, თუ ბავშვს შესაბამისად აცვია. დახურულ სივრცეში უნდა იყოს ზომიერი ტემპერატურა, 20-დან 22 გრადუსამდე, რამეთუ არ მოხდეს წვრილი ნაწილაკების უფრო გაფრქვევა.
- ჩვენ აცრის რეკომენდაციას ვაძლევთ ექვსი თვის ასაკიდან. რა თქმა უნდა, აცრის შედეგად დაცული იქნება მხოლოდ გრიპისგან: H3N2-ისგან, H1N1-ისგან და B ტიპის გრიპისგან, შესაბამისად, გვაქვს ოთხი ან სამ კომპონენტიანი ვაქცინა. თუმცა, კონკრეტული ვაქცინით არ იქნება დაცული სხვა სეზონური ინფექციებისგან რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სეზონური ინფექციები დაემართება იმავე სიხშირით. აქ არის საუბარი მხოლოდ გრიპის ვაქცინაზე. რეკომენდაციას ვაძლევთ ვაქცინას, ოღონდ პირველ რიგში ვცრი რისკ ჯგუფებში მყოფ პაციენტებს.
- ცნობილია, რომ 10-დან 20 პროცენტამდე ბავშვები არღვევენ აცრების გეგმიურ კალენდარს. ეს არ არის პრობლემა. თითოეული პაციენტისთვის შემუშავდება სპეციალური დარღვეული გეგმიური კალენდარი და იმავე იმუნიტეტს გამოიმუშავებს, აბსოლუტურად იმავე პროცენტულობით, რაც არის ჩვეულებრივი, გეგმიური კალენდრით. შეუძლიათ მიმართონ ექიმს, გადაავადონ ორი კვირა, თხუთმეტი დღე და ეს არანაირ პრობლემას არ შექმნის.
- საკმაოდ ხშირია. რეოვირუსები ნაწლავთა ვირუსული ინფექციის ჯგუფია და ახასიათებს მუცლის ტკივილი, რაც 2-3 დღე გრძელდება. როგორც წესი, უპრობლემოდ გაივლის თუ არ არის სხვა გასტროენტეროლოგიური პათოლოგია, რომელიც ექიმმა უნდა შეისწავლოს აუცილებლად.
- მე უფრო დავსვამდი კითხვას, სად ვასეირნებთ. რა თქმა უნდა, უნდა ვასეირნოთ, მაგრამ ყველაზე საჭირბოროტო საკითხია, სად ვასეირნოთ. მაქსიმალურად უნდა მოვძებნოთ რეკრეაციული "ნაგლეჯები". სურდოს დროს ბავშვი უნდა ვასეირნოთ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ჯობს, ეს დროში გაწერილი იყოს. დილით, დაახლოებით, ნახევარი საათი, შუადღეს ნახევარი საათი, საღამოს 6 საათამდე დაახლოებით 40 წუთი. მთელი დღის განმავლობაში ერთდროულად კი არა, ჯობს ესე დავყოთ. ამოვიყვანოთ სახლში, გამოვუცვალოთ, სწორად ვკვებოთ. ვირუსული ინფექციის დროს ჯობს საკვები ცოტ-ცოტა და ხშირად მივცეთ, სითხეებით დავტვირთოთ. შემდეგ ისევ გავიყვანოთ სასეირნოდ.
- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბრონქული ასთმა შედის რისკ ჯგუფში, ამიტომ აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყოველწლიურად. საკმაოდ ხშირად 3-4 წლის განმავლობაში აკეთებენ და მერე ანებებენ თავს. თუ ვიწყებთ ვაქცინაციას, ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ კონკრეტულ რისკ ჯგუფის პაციენტთან. რინოვირუსი ბრონქოობსტრუქციის გამამწვავებელი ერთ-ერთი ფაქტორია და ამ დროს ბავშვები უნდა მოვარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. მსგავს პაციენტებს ყოველთვის საციგურაო მოედანსაც ვურჩევ ხოლმე. ბრონქული ასთმის მკურნალობას სჭირდება ალერგოლოგების, ოჯახის ექიმის, პედიატრის ხშირი მეთვალყურეობა, რამეთუ მათ ბაქტერიული ინფექციების თანდართვაც კი შეიძლება ჰქონდეთ.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს - თემურ მიქელაძე ვირუსების შესახებ