"ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც" - ილია მეორე - მშობლები

"ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც" - ილია მეორე

2019-10-06 15:03:44+04:00

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, წყევ­ლა არ უნდა წა­მოგცდეთ შვი­ლის ან ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ვინც იწყევ­ლე­ბა, თა­ვის თავ­საც წყევ­ლის და თა­ვის ოჯახ­საც, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. ილია მე­ო­რემ ქა­და­გე­ბი­სას ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის მი­ზან­ზე ისა­უბ­რა.

"ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ, რით წარვდგე­ბით წი­ნა­შე ღმრთი­სა. ყვე­ლა­ზე დიდი ძალა, რო­მე­ლიც თქვენ და­გეხ­მა­რე­ბათ, ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, დახ­მა­რე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი მიზ­ნად ისა­ხავს, და­აგ­რო­ვოს სიმ­დიდ­რე, "-ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

ამას­თან, რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი "არც ისე შორს არის".

"მე კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას გეხ­ვე­წე­ბით, და­ი­ფა­რეთ ოჯა­ხე­ბი თქვე­ნი, და­ი­ფა­რეთ შვი­ლე­ბი თქვე­ნი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში წყევ­ლა არ უნდა წა­მოგცდეთ შვი­ლის ან ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ვინც იწყევ­ლე­ბა, თა­ვის თავ­საც წყევ­ლის და თა­ვის ოჯახ­საც. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი არც ისე შორს არის, ახ­ლოს არის. წე­რია ბიბ­ლი­ა­ში, როცა ბო­რო­ტი სული მიხ­ვდე­ბა, რომ აღ­სას­რუ­ლი მო­დის მისი, გა­აძ­ლი­ე­რებს ბრძო­ლას ადა­მი­ან­თან. ჯვა­რი გე­წე­როთ, ღმერ­თმა და­გიც­ვათ და და­გი­ფა­როთ ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან," - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

ინტერპრესნიუსი