როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს შვილს ჭიები ჰყავს და როგორ უნდა აიღოთ სწორად მასალა ანალიზისთვის - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენს შვილს ჭიები ჰყავს და როგორ უნდა აიღოთ სწორად მასალა ანალიზისთვის

2019-10-13 17:03:50+04:00

ხშირად ბავშვების უმადობის ან პირიქით, უეცრად გაზრდილი მადიანობის ერთ-ერთი მიზეზი მათ ორგანიზმში პარაზიტების არსებობაა, რომელსაც სწორი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ამ დროს.

რომ დადგინდეს, ორგანიზმში არის თუ არა პარაზიტი, აუცილებელია განავლის გამოკვლევა. ამისათვის დაგჭირდებათ სპეციალური კონტეინერი, რომელშიც უნდა მოათავსოთ განავალი და წაიღოთ გამოსაკვლევად. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს კუჭის ყოველდღიური მოქმედება არ აქვს ან დღის პირველ ნახევარში არ აქვს ხოლმე მოქმედება, რაც ბავშვებთან ხშირია, შეიძლება ნიმუშის წინა დღით აღება და სიგრილეში მოთავსება. ასევე კეთდება ანალიზი პერიანალური ნაცხის, რომლის აღებაც ასევე შეუძლია ბავშვის მშობელს - წინა საღამოს ბავშვს არ უნდა დაბანოთ ქვედა ტანი და დილას როგორც კი გაიღვიძებს, ჩვეულებვირი ბამბით უნდა გაუწმინთოთ უკანა ტანი. ღამით ზოგიერთი სახეობის ჭია ღამით გამოდის და შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავ კვერცხებს დებს. ეს ბამბაც უნდა მიიტანოთ გამოსაკვლევად, სასურველია, განავლის მასალასთან ერთად და გაცილებით ადვილი იქნება კვლევის ჩატარება. ხშირად სვამენ ჭიის საწინააღმდეგო პრეპარატებს "პროფილაქტიკისთვის", თუმცა ეს არც ისე უსაფრთხოა/გამოკვლევის გარეშე პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან მათი უმრავლესობა ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე მოქმედებს. თანაც, პარაზიტების უამრავი სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს პრეპარატის შესაბამისი დოზა სჭირდება.

სპეციალისტების თქმით, არსებობს სიმპტომები, რაც მშობელს აფიქრებინებს, რომ მის შვილს შესაძლოა ჭია ჰყავდეს ორგანიზმში. ესენია:

ხშირი მუცლის ტკივილი ჭიპის ირგვლივ ან მარჯვენა ფერდქვეშა არეში. უმადობა ან პირიქით, გაძლიერებული მადა. ხშირი გულისრევის შეგრძნება. ღამით კბილების კრაჭუნი. თვალის უპეების ჩაშავება. გაძლიერებული ნერწყვის დენა. პირიდან უსიამოვნი სუნი. გამონაყარი. სახის მიმიკური კუნთების უნებლიე მოძრაობები და ტიკები. უკანა ტანის ქავილი. თავის ტკივილი. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ბავშვს ანალიზი პარაზიტებზე.

altრა არის ასკარიდოზი და რა საფრთხეს უქმნის ბავშვს ეს ჭიები

altრა სიმპტომები აქვს სხვადასხვა სახის ჭიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?