"გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება" - რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს? - მშობლები

"გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება" - რა არ უნდა ვკითხოთ ორსულს?

2019-10-14 15:10:34+04:00

გოგოა? არ ინერვიულო, შემდეგი ბიჭი იქნება. ბავშვს ვინ გაზრდის? გაქვს იმდენი ხელფასი, რომ ძიძა აიყვანო? შენ კიდევ ორსულად ხარ? რას არქმევ? რატომ? რატომ დედამთილის/მამამთილის სახელს არ არქმევ? გაუხარდებოდა... უი, როგორ გასუქებულხარ. ბევრი მოიმატე? ჩემი რძალი ორსულობის დროს ასე აკეთებდა, ისე არ აკეთებდა... (თავისი რძლით ამაყი მეზობელი). რამ დაგღალა? მე შენს მდგომარეობაში ბავშვებს და ქმარს ვუვლიდი, დედამთილს, სახლს და ა.შ. შენ სულ ორსულად უნდა იყო?.. რძე თუ გექნება, აჭამე, არ დაიზარო... მუცელი რატომ არ გეტყობა?/ რამხელა მუცელი გაქვს...

P.S. თქვენ რას დაამატებდით?

მერი ბლიაძე