ჩინეთში მშობლები შვილების ნიშნების მოსამატებლად საკუთარ სისხლს იღებენ - მშობლები

ჩინეთში მშობლები შვილების ნიშნების მოსამატებლად საკუთარ სისხლს იღებენ

2014-10-14 17:01:06+04:00

ამ პოლიტიკის გამო იმდენი სისხლი ჩავაბარე, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი! ჩინელ მშობლებს აღარ სჭირდებათ რეპეტიტორების აყვანა თავიანთი შვილებისთვის – მათ ახალი საშუალება გაუჩნდათ, რომ გამოცდებზე მათი შედეგები აამაღლონ. ქვეყნის ერთ-ერთ პროვინციაში გადაწყვიტეს, რომ სკოლის მოსწავლეების შეფასება აამაღლონ და უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შანსებიც გაუზარდონ, თუ მათი მშობლები სისხლს ჩააბარებენ – საჭიროა, არანაკლებ ოთხი ლიტრი სისხლი. ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ამ რაოდენობის სისხლს ჩააბარებენ, ბონუს-ქულას მიიღებენ მისაღებ გამოცდებზე: ექვს ლიტრში ორ ქულას იძლევიან, რვაში – სამს.

სისხლის დონორები ასევე დაჯილდოვდებიან უფასო სამედიცინო დახმარებით, უფასოდ იმგზავრებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ფულითაც დაჯილდოვდებიან.

ახალი დირექტივა პუცზიანის პროვინციაში უკვე ამოქმედდა, თუმცა ეს `წახალისება მანამდეც მოქმედებდა. ერთმა მცხოვრებმა, რომელიც ახლა 28 წლისაა, 18 წლის ასაკში დაიწყო სისხლის ჩაბარება, გამოაცხადა, რომ ბოლოს და ბოლოს მიაღწია ოთხლიტრიან ნიშნულს და მიიღო ბონუს-ქულა თავისი მომავალი შვილისთვის.

"ამ პოლიტიკის გამო იმდენი სისხლი ჩავაბარე, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი! ჩემს მომავალ შვილს ვეტყვი: "ნუ ღელავ გამოცდებზე, მამიკომ უკვე მოიპოვა შენთვის ბონუს-ქულები", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

ადამიანის სხეულში 5-დან 5,6 ლიტრამდე სისხლია, ადამიანის წონის მიხედვით. ოთხი ლიტრი რომ გაიღოს, ზრდასრულ ადამიანს ხუთი წელი მაინც სჭირდება, თუ წელიწადში ორჯერ ჩააბარებს სისხლს. სისხლის დონორები სერთიფიკატებს იღებენ, რითაც დადასტურებულია, რომ მათი შვილები დამატებითი ქულებით ჯილდოვდებიან.

ჩინეთის სხვა პროვინციაში სისხლის ჩაბარებას სთხოვენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ მართვის მოწმობის მიღება, პირველად მოწყობა სამუშაოზე, ოფიციალური ქორწინება ან მოწმობა სკოლის დამთავრების შესახებ. ასევე წელიწადში ეთხელ მაინც სისხლის ჩაბარებით იზიდავენ პირველი კურსის სტუდენტებს და ჯარისკაცებს.