ეს ნივთიერება იწვევს თმის ცვენას და ქერტლს - რატომ უნდა წაიკითხოთ შამპუნის შემადგენლობა - მშობლები

ეს ნივთიერება იწვევს თმის ცვენას და ქერტლს - რატომ უნდა წაიკითხოთ შამპუნის შემადგენლობა

2019-10-18 09:18:53+04:00

რა არის სულფატი და უარი უნდა ვთქვათ თუ არა ყველა იმ პროდუქტზე, რომელშიც ეს ნივთიერებაა? - ექიმი კომაროვსკი ასეთ პასუხს გვთავაზობს:

1. რას შეიცავს სულფატიანი შამპუნი? ნატრიუმის ლაურილ სულფატი არის ნივთიერება, რომელიც თითქმის ყველა დასაბან საშუალებაში შედის, ეს არის ნივთიერება, რომლის საშუალებითაც კარგად ქაფდება შამპუნი და თხევადი საპნები. ასეთი ნივთიერებით დამზადებული პროდუქცია უკეთ ასუფთავებს ჭუჭყს, თუმცა ამ დადებითი მხარეების მიუხედავად, მას აქვს უკუჩვენებაც.

2. სულფატებიდან ყველაზე საშიშია: sodium lauryl/laureth sulfate, ammonium lauryl sulfate, sodium dodecyl sulfate, magnesium laureth sulfate. ეს ნივთიერებები ძალიან იაფი და სახიფათოა. შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი იმ ნივთიერებათაგანია, რომლებიც აგრესიულად მოქმედებენ კანის საფარსა და საერთოდ - ჯანმრთელობაზე.

3. ნატრიუმის ლაურილ სულფატი ადვილად ერწყმის მძიმე მეტალებს, რომლის მცირე ნაწილაკებიც ჩვენს თმაზე ისედაც არსებობს დაბინძურებული გარემოს წყალობით, მისი საშუალებით კი მძიმე მეტალები, მათ შორის ტყვიაც, ჩვენს ორგანიზმში ხვდება. შედეგად იწყება თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ქერტლი, კანის საფარზე ალერგიული რეაქციები და კანის დაავადებები.