რა უნდა წარადგინოს მასწავლებელმა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე და როგორია გამოცდების განრიგი? - მშობლები

რა უნდა წარადგინოს მასწავლებელმა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე და როგორია გამოცდების განრიგი?

2019-10-30 08:52:08+04:00

2 ნოემბრიდან მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდები იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს გამოცდების მონაწილეებს, რომ ბარათზე მითიტებულ დროსა და ადგილას უნდა გამოცხადდნენ.

naec.ge-ს ცნობით, საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე.

ბარათის ამოსაბეჭდად აპლიკანტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge.

ინსტრუქცია კი ასეთია:

გახსენით ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“. მიუთითეთ რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. დააჭირეთ ღილაკს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.

ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია უნდა დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

”დაიმახსოვრეთ ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით თქვენ შეძლებთ შედეგების გაგებას.

ბარათის დაკარგვის შემთხვევაში შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი”, - ნათქვამია ნაეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოცდების განრიგი ნახეთ მოცემულ ინფოგრაფიკაში:

mshoblebi