რატომ დატოვა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა? – განათლების ყოფილი მინისტრის პასუხი - მშობლები

რატომ დატოვა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა? – განათლების ყოფილი მინისტრის პასუხი

2019-11-07 08:34:42+04:00

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარია ამბობს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიხეილ ბატიაშვილმა თავად მიიღო.

"მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით," – ამბობს პრემიერ–მინისტრი.

რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრის, მისი თქმით, თანამდებობა "პირადი მიზეზით" დატოვა.

„მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები," – აცხადებს ბატიაშვილი.