ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა - მშობლები

ქართველი მოსწავლეების პროექტი "Stem შაბათის სკოლა დევნილებისთვის" AEIF კონკურსის გამარჯვებული გახდა

2019-11-07 11:37:25+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და პრო­ექ­ტით - "STEM“ სა­შა­ბა­თო სკო­ლა დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის". AEIF ყო­ველ­წლი­უ­რი კონ­კურ­სია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ამე­რი­კუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს უფი­ნან­სებს გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის სა­პა­სუ­ხო პრო­ექ­ტებს. წელს მსოფ­ლი­ოს 150 ქვეყ­ნის 1400 პრო­ექ­ტი­დან 64 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შე­ირ­ჩა. სა­ქარ­თვე­ლოს გუნდში სამი მო­ნა­წი­ლეა - სო­ფიო ჩიხ­ლა­ძე, თინა გი­ორ­გა­ძე და თეკ­ლა ხმი­ა­დაშ­ვი­ლი. სოფო და თეკ­ლა ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, თინა კი ამე­რი­კის „Bard College“ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია. პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ მათ AMBEBI.GE-ს უამ­ბეს:

თქვე­ნი გუნ­დი გახ­და ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი AEIF (Alumni Engagement Innovation Fund)-ის საგ­რან­ტო კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. რას წარ­მო­ად­გენს თქვე­ნი პრო­ექ­ტი?

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი გუ­ლის­ხმობს 12-დან 17 წლამ­დე დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბის­თვის STEM სა­შა­ბა­თო სკო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სა­დაც ბავ­შვებს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი რო­ბო­ტი­კა­ში, პროგ­რა­მი­რე­ბა­ში და სხვა STEM მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნებ­ში. პრო­ექ­ტი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის შე­ნო­ბა­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბი (ამა­ვე სკო­ლის უფ­როსკლა­სე­ლე­ბი) სამ ნა­კა­დად ჩა­ა­ტა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი არის და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ბავ­შვე­ბი სა­მეც­ნი­ე­რო საგ­ნე­ბით და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ვაჩ­ვე­ნოთ რამ­დე­ნად პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, გა­ვუ­ჩი­ნოთ სურ­ვი­ლი, რომ გან­ვი­თარ­დნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი უფა­სო სას­წავ­ლო რე­სურ­სი, კლუ­ბე­ბი, კურ­სე­ბი. გვინ­და და­ვა­ნა­ხოთ ბავ­შვებს, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა არ არის რთუ­ლი და მი­უწ­ვდო­მე­ლი, პი­რი­ქით, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სოა. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვაჩ­ვე­ნოთ ბავ­შვებს სწავ­ლე­ბის ის უნი­კა­ლუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­შია და­ნერ­გი­ლი. ეს არის ოვა­ლურ, „ჰარკნე­სის“ მა­გი­დას­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. ამ მა­გი­დას­თან ყვე­ლა თა­ნას­წო­რია - ბავ­შვე­ბი და მას­წავ­ლე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბენ, დე­ბა­ტე­ბით სწავ­ლო­ბენ. აქ არ არის სა­ჭი­რო არაფ­რის და­ზე­პი­რე­ბა. ყა­ლიბ­დე­ბა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, სა­კუ­თა­რი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და გად­მო­ცე­მის უნა­რი. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამას­თან ტექ­ნი­კურ საგ­ნებ­თან ერ­თად და­მა­ტე­ბუ­ლი გვაქვს რამ­დე­ნი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­გა­ნიც, რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს და სა­ხა­ლი­სოს გახ­დის სწავ­ლე­ბის პრო­ცესს.

რო­გო­რი იყო საგ­რან­ტო კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი? რო­გორ ჩა­ერ­თეთ მას­ში?

ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლეს შე­ეძ­ლო. ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბა იყო, რომ სამი ნე­ბის­მი­ე­რი პროგ­რა­მის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ერთ გუნ­დად უნდა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო და ერთი პრო­ექ­ტი წა­რედ­გი­ნა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო რა­მო­დე­ნი­მე თემა - მეც­ნი­ე­რე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ქა­ლე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა. ჩვენ სწო­რედ ბოლო თემა შე­ვარ­ჩი­ეთ. გუნდში სამ­ნი ვართ - მე, თინა გი­ორ­გა­ძე და თეკ­ლა ხმი­ა­დაშ­ვი­ლი. სა­მი­ვე ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბა­ნა­კის WiSCI მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით, ხოლო თინა ასე­ვე FLEX კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია.

განაგრძეთ კითხვა