"ოჯა­ხის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემი მე­უღ­ლეა შეფი..." - ლევან კობიაშვილი კარიერასა და საკუთარ ცხოვრებაზე - მშობლები

"ოჯა­ხის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემი მე­უღ­ლეა შეფი..." - ლევან კობიაშვილი კარიერასა და საკუთარ ცხოვრებაზე

2019-11-08 12:31:23+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნარ­თა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, არა­ერ­თი რეს­ტორ­ნის ბრენდშეფ­მა და „მას­ტერ­შე­ფის“ ჟი­უ­რის წევ­რმა, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა კუ­ლი­ნა­რი­ას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა 16 წლის ასაკ­ში და­უ­კავ­ში­რა. რას ნიშ­ნავს, იყო შეფი და რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დე დაბ­რკო­ლე­ბებს კუ­ლი­ნა­რი­ის სეფ­რო­ში, წა­ი­კი­თხეთ ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ კუ­ლი­ნა­რია უფრო მეტი იყო, ვიდ­რე მხო­ლოდ შე­მო­სავ­ლის წყა­რო?

- და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის წინ. მა­ნამ­დე არც კი მი­ფიქ­რია, რომ ეს გახ­დე­ბო­და სფე­რო, რო­მელ­საც მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბას და­ვუ­კავ­ში­რებ­დი, მაგ­რამ როცა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დრო მო­ვი­და, სა­კი­თხი ასე დად­გა: ან უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მზა­რე­უ­ლი, ან პრო­ფე­სია სა­ერ­თოდ და­მე­ვი­წყე­ბი­ნა და სხვა რამე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გა­დავ­ხე­დე ჩემს ცხოვ­რე­ბას და მივ­ხვდი, რომ არ ვი­ცო­დი, ამის გარ­და რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. ამი­ტომ დავ­რჩი, და­ვი­წყე თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და უფრო და უფრო შე­მიყ­ვარ­და ეს პრო­ფე­სია. ახლა კუ­ლი­ნა­რი­ის გა­რე­შე ჩემი ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია და სხვა არაფ­რის კე­თე­ბა არ მინ­და.

- ნუ­ლი­დან და­ი­წყეთ საქ­მი­ა­ნო­ბა. რა გაძ­ლევ­დათ მო­ტი­ვა­ცი­ას, რომ დაბ­რკო­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი საქ­მე გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ?

- ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მია: „თუ გიყ­ვარს პრო­ფე­სია, მუ­შა­ო­ბა არ გი­წევს.“ ანუ თუკი გიყ­ვარს საქ­მე, რო­მელ­საც აკე­თებ, მის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ. შე­იძ­ლე­ბა, 20 და მეტი სა­ა­თი და­უთ­მო დღე-ღა­მე­ში და დაღ­ლი­ლო­ბაც კი ვერ იგ­რძნო, რად­გან ამ დროს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად იხარ­ჯე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მარ­თლა ძა­ლით მუ­შა­ობ, მხო­ლოდ ხელ­ფა­სი­სა და შენი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თვის.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, როცა შეფი გახ­დით და რამ­დე­ნად აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ასაკს?

- შეფი არის თა­ნამ­დე­ბო­ბა, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი შრო­მით უნდა მი­აღ­წიო და ასე­თი­ვე შრო­მით შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. ეს ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეა. ისე არ ხდე­ბა, რომ დღეს სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რო და ხვალ უკვე შე­ფად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მე როცა მთა­ვა­ზობ­დნენ შე­ფო­ბას, 10 წლის შემ­დეგ გავ­ხდი შეფი, 26 წლის ასაკ­ში. მა­ნამ­დე ვერ ვრის­კავ­დი, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ სტა­ტუ­სი. შეფს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა: კალ­კუ­ლა­ცია უნდა იცო­დე, კარ­გი მე­ნე­ჯე­რი უნდა იყო, გა­მოც­დი­ლე­ბა უნდა გქონ­დეს, შენი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პა­ტივს უნდა გცემ­დნენ, ყვე­ლა­ზე მეტი უნდა გეს­მო­დეს, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნდა იყო და მუდ­მი­ვად თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­დე. თუ გა­მოც­დი­ლე­ბა არ გაქვს, 16 სა­ა­თი ფეხ­ზე არ მდგარ­ხარ და ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ თავ­ზე არ გა­მო­გიც­დია, შეფი ვერ გახ­დე­ბი. მოკ­ლედ, შეფი რომ გახ­დე, მი­ნი­მუმ, 5 წელი კარ­გი „ნა­პა­ხა­ვე­ბი“ უნდა გქონ­დეს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში.

- ოჯახ­ში ვინ არის შეფი?

- იმ­დე­ნად გვი­ან ვბრუნ­დე­ბი სახ­ლში, რომ, თით­ქმის, ვე­რა­სო­დეს ვამ­ზა­დებ. ასე რომ, ოჯა­ხის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩემი მე­უღ­ლეა შეფი. პრო­ფე­სი­ით კონ­დი­ტე­რია, ფან­ტას­ტი­კუ­რი ხელი აქვს და კარ­გი გურ­მა­ნია. განაგრძეთ კითხვა