რას უნდა დააკვირდეთ, როდესაც მტვერსასრუტს ყიდულობთ - 6 მოთხოვნა, რომელსაც ხარისხიანი მტვერსასრუტი უნდა აკმაყოფილებდეს - მშობლები

რას უნდა დააკვირდეთ, როდესაც მტვერსასრუტს ყიდულობთ - 6 მოთხოვნა, რომელსაც ხარისხიანი მტვერსასრუტი უნდა აკმაყოფილებდეს

2019-11-15 08:37:15+04:00

სახლში სიმყუდროვესა და კომფორტს ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ, თუ ირგვლივ სისუფთავე და წესრიგი არ არის. ეს, როგორც წესი, დიასახლისის პრეროგატივაა. არადა დღევანდელ აჩქარებულ ცხოვრების რიტმში ქალს უამრავი რამ აქვს მოსასწრები - სამსახური, ოჯახის მოვლა, საყიდლები... შესაბამისად, სახლში იდეალური სისუფთავის შენაჩუნება ქალისთვის მარტივი ამოცანა ნამდვილად არ არის. იდეალური სისუფთავე და ჰიგიენური პირობების დაცვა დროსაც მოითხოვს და ფიზიკურ შრომასაც. ამიტომაა, რომ დიასახლისებს მუდამ სჭირდებათ დასუფთავებისთვის საიმედო ტექნიკა, პირველ რიგში კი - მტვერსასრუტი.

mshoblebi

დღეს ბაზარი სავსეა ათასგვარი წარმოების მტვერსასრუტებით, რომელთა ხარისხიც ხშირად ძალიან საეჭვოა და მასში გარკვევა ჩვერულებრივ მომხმარებელს უჭირს. კარგი მტვერსასრუტი მძლავრიც უნდა იყოს, კომფორტულად მოსახმარიც და დიდხანსაც უნდა გემსახუროთ. თითქოს ყველაფერი მარტივად ჟღერს, თუმცა კიდევ ბევრი ნიუანსია, რასაც ხარისხიანი მტვერსასრუტი უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად,

უნდა იყო მძლავრი, შეწოვის დიდი რესურსი უნდა ჰქონდეს. უნდა ჰქონდეს უმაღლესი ხარისხის ფილტრები, რომელიც აკავებს შესრუტული მტვრის უხილავ ნაწილაკებსაც კი მარტივად, ზედმეტი წვალების გარეშე უნდა იწმინდებოდეს მტვრის კონტეინერი უნდა იყოს ეკონომიური, მინიმალური ელექტროდანახარჯით. არ უნდა ჰქონდეს ძალიან შემაწუხებელი ხმა იყოს მსუბუქი და შენახვისას პატარა ადგილს იკავებდეს mshoblebi

ყველა ამ მოთხოვნის შესრულებას მწარმოებლის მრავალწლიანი გამოცდილება და უმაღლესი ხარისხი განაპირობებს. ჩვენს ბაზარზე, რომელიც გაურკვეველი წარმოების პროდუქციითაა, ასეთი ხარისხიანი ბრენდები თითზე ჩამოსათვლელია. მათ შორისაა გერმანული ბრენდი "კერხერიც".

"კერხერს" თითქმის 100 წლის არსებობის ისტორია აქვს და მსოფლიო ლიდერია დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. მისი პროდუქცია პირველ რიგში ხარისხით და სანდოობით გამოირჩევა, რომელიც ყოველთვის იქცევს ყურადღებას სასყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დროს.

გამომდინარე იქიდან, რომ ბრენდი "კერხერი" საქართველოში წლების წინ შემოვიდა როგორც პროფესიონალური აპარატების და ასევე ძვირიანი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, ბევრს ჰგონია, რომ მისი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაც ძვირადღირებული ფუფუნებაა. სინამდვილეში კი დღისათვის ბაზრზე არსებული "კერხერის" ფირმის საყოფაცხოვრებო ტექსნიკის ფასი არც კი აღემატება სხვა ბრენდების ტექნიკის ფასებს, უმეტეს შემთხვევაში კი ხარისხი და წარმომავლობა ხდება გადამწყვეტი საბოლოო არჩევანის გაკეთებისას.

mshoblebi

"კერხერის" მტვერსასრუტების მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას საიმედო აპარატი შეარჩიოთ, რომელიც თქვენი მარჯვენა ხელი გახდება. აი, რა უპირატესობების აქვთ "კერხერის" მტვერსასრუტებს:

აქვს ხელმისაწვდომი ფასი და ასევე მომავალში არ საჭიროებს დამატებით ხარჯს მტვრის ტომრების შეძენისთვის; არის ზომით პატარა და არ იკავებს დიდ ადგილს შენახვისას; აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისობის მაჩვენებელი, რაც გულისხმობს იმას რომ, აქვს დაბალი ხმა და არის ეკონომიური ელექტრო ენერგიის მოხმარების მხრივ; რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს HEPA 12 ფილტრი, რომელიც მაქსიმალურად აკავებს უხილავ მტვრის ნაწილაკებს და ხელს უწყობს სუფთა ჰაერის გამოდევნას აპარატიდან, რაც თავის მხრივ, ოთახში არსებული ჰაერისთვის ერთგვარ გამწმენდსაც კი წარმოადგენს; მისი ზომის და დაბალი ელექტრო მოხმარების მიუხედავად, მისი შესრუტვის სიმძლავრე არის საკმაოდ მაღალი (შეგვიძლია 1 ლიტრიანი ქილა ავაწევინოთ) დასუფთავების შემდგომ მისი გაწმენდა და შენახვა მინიმალურ დროს მოითხოვს. მას აქვს გამჭვირვალე კონტეინერი, რომლის მტვრისგან გათავისუფლება და გარეცხვა ძალზედ მარტივია. კომპლექტში დაგხვდებათ რამდენიმე ფორმის საცმი, რომლებიც გაძლევთ საშუალებას მარტივად ამოიღოთ მტვერი ვიწრო, მიუდგომელი ადგილებიდან და დელიკატურად გაწმინდოთ როგორც მყარი იატაკები, ასევე ხალიჩები.