რა უნდა ასწავლოთ შვილს, რომ ყოველთვის მაღალი ხელფასი ჰქონდეს, რა არის მომავლის პროფესია? – ჩინელი მილიონერის რჩევა მშობლებს - მშობლები

რა უნდა ასწავლოთ შვილს, რომ ყოველთვის მაღალი ხელფასი ჰქონდეს, რა არის მომავლის პროფესია? – ჩინელი მილიონერის რჩევა მშობლებს

2019-11-19 11:55:43+04:00

ტექნოლოგიების ეპოქაში ყველაფერი სწრაფად ვითარდება და თითქოს ადამიანების ნაწილი ვეღარ ეწევა განვითარების დონეს. უკვე თვალშისაცემია შრომის ბაზარზე ახალ პროფესიებზე მოთხოვნა, რომელიც სწორედ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა. ზოგიერთი პროფესია კი საერთოდ ქრება.

ამიტომაც, პროფესიის შერჩევისას უმნიშვნელოვანესია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, თუ რა მოგწონთ და რა გიზიდავთ, არამედ ისიც, თუ რაზეა უფრო მეტად მოთხოვნა შრომის ბაზარზე.

მილიონერი ჯეკ მა მშობლებსა და მოზარდებს უზიარებს თავის მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ იმისთვის, რომ მომავალში მაღალშემოსავლიანი სამსახურის პოვნა შეძლონ.

ჯეკ მა წარმატებული ჩინური კომპანიის, Alibaba-ს დამფუძნებელია. ის მიიჩნევს, რომ მალე ხელოვნების სფერო ვეღარ იქნება შემოსავლიანი და აღარ იქნება მოთხოვნა.

„სამსახურის სახეობები ელვის სისწრაფით იცვლება და ეს ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა“, – ამბობს ჯეკ მა CNBC-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, მას, ვინც ახალ ეპოქას ფეხს ვერ აუწყობს, მტკივნეული მომავალი ელოდება.

მომავლის პროფესიები: მონაცემთა ანალიზი და ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი

მილიონერი მიიჩნევს, რომ ყველაზე მოთხოვნადი მომავლის პროფესია მონაცემთა ანალიზი და ციფრული ტექნოლოგიების ცოდნა იქნება. სამუშაო ბაზარზეც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური სწორედ მათ ექნებათ, ვისაც ეს საქმიანობა ეცოდინება.

„მსოფლიო ციფრული ხდება. მე ვფიქრობ ის, რაც ახლა ხდება, მხოლოდ დასაწყისია და მალე მთლიანად, აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ციფრული და დამოკიდებული მონაცემთა ანალიზზე.

ვთვლი, რომ მონაცემების ანალიზი და ციფრული ტექნოლოგიები ადამიანის ცხოვრებაში მომავალში მთავარ ადგილს დაიკავებს და გირჩევთ, ეს აქედანვე გაითვალისწინოთ“, – ამბობს ჯეკ მა.