ბაღებში სასწავლო პროცესი 27 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს. 28 დეკემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით კი საახალწლო არდადეგებია. 13 იანვრიდან, კვლავ განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი.
სასწავლო წელი ივნისის ბოლომდე გრძელდება, ივლისში კი საზაფხულო ბაღები გაიხსნება.
საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები დაისვენებენ ყველა იმ უქმე დღეს, რაც ოფიციალური კალენდრითაა გათვალისწინებული.
თამარ იაკობაშვილი