"ნაეკი" სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების ტესტირების შედეგებს აქვეყნებს - მშობლები

"ნაეკი" სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების ტესტირების შედეგებს აქვეყნებს

2019-11-28 07:54:00+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (naec) 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

ამჯერად შედეგები სამოქალაქო განათლების, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ბუნებისმეტყველების (I-VI) ტესტირების შედეგები გახდა ცნობილი.

შედეგების სანახავად მიჰყევით ბმულს.

შედეგების ნახვა შესაძლებელია online.naec.ge-ზე. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისთვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე: 93333. მომსახურების საფასური 50 თეთრია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შედეგების გამოქვეყნება 26 ნოემბრიდან დაიწყო და სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ქულები ეტაპობრივად ქვეყნდება.

naec.ge-ს ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა საგნის გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.