5 ფილმი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ - მშობლები

5 ფილმი მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2019-12-04 17:48:39+04:00

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები და დამოკიდებულება არაერთი რეჟისორის შთაგონების წყარო გამხდარა.

ბევრი მათგანი იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, თუმცა ამჯერად 5 ფილმზე შევჩერდეთ.

თითოეული მათგანის ნახვის შემდეგ აუცილებლად გექნებათ განცდა, რომ ახალი გაკვეთილი მიიღეთ.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 5 ფილმს, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ასახავას:

მოზარდი (boyhood)

mshoblebi

რიჩარდ ლინკლეიტერის მიერ 2014 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი. რეჟისორი მას 12 წლის განმავლობაში იღებდა. ფილმში საინტერესოდ არის გაშლილი მოზარდის ცხოვრება, მისი ურთიერთობები და დამოკიდებულებები მშობლების მიმართ.

დედინაცვალი (stepmom)

mshoblebi

კრის კოლამბუსის ფილმი, სიუჟეტი მოგვითხრობს ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ისტორიას - ათი წლის ანასა და ექვსი წლის ბენის ცხოვრებაში იზაბელი გაჩნდა, მათი განქორწინებული მამის საცოლე. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვების სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ჯეკი, მათი ნამდვილი დედა, იყენებს თავის ავტორიტეტს და გავლენას, იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას.

შუშის სასახლე (The Glass Castle)

mshoblebi

დესთინ კრეტონის დრამა. ფილმი გვიამბობს გოგონაზე, რომელიც ღარიბ ოჯახში იზრდება. დედა ექსცენტრიული მსახიობია, მამას ალკოჰოლთან დაკავშირებით აქვს პრობლემები.

რთული ბავშვი (problem child)

mshoblebi

დენის დუგანის საოჯახო კომედია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომელიც ცდილობს მაღალ საზოგადოებაში შესვლას. იშვილებენ ჯუნიორს, მომხიბვლელ და საყვარელ შვიდი წლის ბიჭს. თუმცა მალევე დარწმუნდებიან, რომ ის – პატარა ურჩხულია, რომელიც მოახერხებს, მათი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქციოს.

არასწორი მშობლები (instant Family)

mshoblebi

შონ ანდერსის ფილმი, რომელიც ახალგაზრდა წყვილზე მოგვითხრობს. მათ სამი შვილი უნდა აღზარდონ, რაც ურთულეს ამოცანად გადაექცევათ.

ჩამოთვლილი ფილმები არაერთხელ არის წარგენილი და დაჯილდოებული სხვადასხვა ნომინაციაში.

გვერწმუნეთ, დიდხანს გაგყვებათ ემოცია, რომელიც თითოეული მათგანის ყურებისას დაგეუფლებათ.