ზღაპრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გვაცნობს და გვაახლოებს მასთან - მშობლები

ზღაპრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას გვაცნობს და გვაახლოებს მასთან

2019-12-11 08:47:33+04:00

მსოფ­ლი­ოს ხალ­ხთა ზღაპ­რე­ბი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­მო­დი­ო­და, მაგ­რამ ნო­ემ­ბრი­დან თვე­ში ერთხელ გა­და­ი­ნაც­ვა­ლა. ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მკი­თხველს მსოფ­ლი­ოს ხალ­ხე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ტრა­დი­ცი­ებ­სა და ფოლკ­ლორ­ში ამოგ­ზა­უ­რებს.

ამ ახა­ლი სე­რი­ით გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პა­ლიტ­რა L“ ეხ­მი­ა­ნე­ბა მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რეს­სა და სურ­ვილს, ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დეს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რი­სა და ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ხალ­ხე­ბის სიბ­რძნე­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის სა­ხით ვრცელ­დე­ბო­და.

„ ეს არის გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც ახალ თა­ო­ბას აკავ­ში­რებს ძველ­თან,ახ­სნებს მათი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ნა­პოვნ და წა­კი­თხულ წიგ­ნებს. ეს არის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც უკვე და­კარ­გვის პი­რას იყო. ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ არ­სე­ბობ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თგვა­რი სი­ცა­რი­ე­ლე იყო ამ მხრივ წიგ­ნის ბა­ზარ­ზეც. ასუ­რუ­ლი, ინ­დუ­რი, ფრან­გუ­ლი... ეს ზღაპ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას გვაც­ნობს და გვა­ახ­ლო­ებს მათ­თან.

მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ხალ­ხის ზღაპ­რე­ბი, თქმუ­ლე­ბე­ბი, იგა­ვე­ბი, ბა­ლა­დე­ბი მკი­თხველ­თა ყვე­ლა თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი იყო და რჩე­ბა დღემ­დე. ეს ერ­თგვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი რე­ლიკ­ვი­აა, რო­მე­ლიც მი­მობ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მა­ში, არ­ქი­ვებ­სა და სა­ცა­ვებ­ში. წიგ­ნი თვე­ში ერთხელ ჟურ­ნალ გზას­თან ერ­თად გა­მო­დის და ერთი კვი­რის გან­მა­ლო­ბა­ში მისი ყიდ­ვა სპე­ცი­ა­ლურ ფა­სა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი“ - „პა­ლიტ­რა L“-ის მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე.