ტოპ 10 წიგნი, ჯადოსნური ახალი წლისთვის - მოუწყვეთ ბავშვებს დაუვიწყარი ახალი წელი - მშობლები

ტოპ 10 წიგნი, ჯადოსნური ახალი წლისთვის - მოუწყვეთ ბავშვებს დაუვიწყარი ახალი წელი

2019-12-11 13:59:36+04:00

საჩუქრების თემა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თანდათან უფრო აქტუალური ხდება. ახლა სწორედ ის დროა, როცა სანტები ბავშვებისთვის შესაფერ საჩუქრებს არჩევენ, რათა გაახარონ და ახალი წლის ღამე დაუვიწყარ დღესასწაულად უქციონ.

და რა შეიძლება იყოს წიგნზე უკეთესი საჩუქარი?!

მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ წიგნის კითხვა ერთგვარი სავარჯიშოა ტვინისთვის, ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს, აუმჯობესებს ბავშვის კონცენტრაციას, მეხსიერებას და ეხმარება მოზარდს, რომ შეიცნოს სამყარო, უკეთ აღიქვას საკუთარი თავი ამ სამყაროში. სწორედ ამიტომ, წიგნი შეუცვლელი საჩუქარია.

სანტებო, "ბიბლუსი" დაგეხმარებით, რომ ბავშვებისთვის საუკეთესო ლიტერატურა შეარჩიოთ. ვნახოთ, საბავშვო წიგნების ჩამონათვალი, რომელიც საახალწლოდ იდეალური საჩუქარია.

საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია - ეს საოცარი წიგნი მთელ სამყაროს თვალწინ გადაგიშლით - დაიწყეთ მოგზაურობა კოსმოსში, შემდეგ შეისწავლეთ ბუნება, მცენარეები, ცხოველები და დედამიწის მოსახლეობა. მრავალი შესანიშნავი ფოტო, მოკლე ფაქტი და დიაგრამა, ქრონოლოგიური ცხრილი თუ მომავლის პერსპექტივა... ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ - იცოდეთ ეს ყველაფერი!

mshoblebi

ცხოველები მოძრავი ნახატებით-ზოოპარკი - ამ სახალისო მოძრავნახატებიან წიგნში ზოოპარკის ბინადრებს შეხვდებით: ჟირაფს, ზებრას, ლომს, კენგურუს, თუთიყუშს,. კარგადაც გაერთობით და ამ ცხოველების შესახებაც შეიტყობთ რაღაც-რაღაცებს

სახურავის ბინადარი კარლსონი - შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს საოცარი წიგნი ბიჭუნასა და კარლსონის უბადლო, შესაშურ მეგობრობაზე გიამბობს და ძალიან სასაცილო, დაუვიწყარი ამბების ორომტრიალში ჩაგითრევს.

პეპი გრძელი წინდა - ცხრა წლის პეპი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა, კაპიტან ეფრაიმის ასული – ცხენთან და მაიმუნთან ერთად ცხოვრობს პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველისძველ სახლში. ის არც სკოლაში დადის, არც გამრავლების ტაბულა იცის და სუფრასთან მოქცევის წესებიც ეშლება, მაგრამ მერე რა?! სამაგიეროდ, ოქროს გული აქვს...

mshoblebi

მერი პოპინსი - თუ ჯერ კიდევ არაფერი იცით მერი პოპინსის შესახებ, მაშინ გილოცავთ - თქვენ წინაშეა მსოფლიო საბავშვო კლასიკის განსაკუთრებული გმირი, რომელიც წამში გარდაქმნის მოსაწყენ რეალობას ჯადოსნურ დღესასწაულად.

მაკნატუნა წიგნი და უზარმაზარი პაზლი - კლარამ საშობაოდ განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო – ხის მაკნატუნა და უჩვეულო თავგადასავალიც დაიწყო. წაიკითხე ეს მშვენიერი საშობაო ზღაპარი და კლარასთნ ერთდ იმოგზაურე ჯადოსნურ სამყაროში.

თოვლის და - შობა იულიანისთვის ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მაგრამ წელს მის ოჯახში წინასაშობაო განწყობა არავის აქვს, სახლში არც მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხეა და არც სადღესასწაულო სანთლები ანთია. მაგრამ შობის წინა დღეებში იულიანი სიცოცხლით სავსე გოგონას – ჰედვიგს გაიცნობს. გოგონა მოუთმენლად ელოდება შობას და სახლიც სადღესასწაულოდ აქვს მორთული. მისი განწყობა იულიანს შეახსენებს, როგორი მშვენიერია შობა და ბიჭიც ნელ-ნელა იჯერებს, რომ დღესასწაული კვლავ დადგება. თუმცა იულიანისა და ჰედვიგის მეგობრობას რაღაც იდუმალება თუ უცნაურობა ახლავს თან. რა საიდუმლოს ინახავს სინამდვილეში ჰედვიგი? ამ ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში მართლაც ჯადოსნური, იდუმალი და ფანტასტიკური საშობაო ამბავი გელოდებათ.

საშობაო სიმღერა - ჩარლზ დიკენსის "საშობაო სიმღერას" ანიმაციური ფილმის სახითაც შეხვდებით და ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლებსაც დგამენ, თუმცა წიგნზე უკეთესი მაინც არაფერია. დიკესნის შთამბეჭდავი საშობაო ისტორია ბავშვებს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს. "მოხუცმა სკრუჯმა მთელი თავისი ცხოვრება სიმდიდრის შეგროვებას მიუძღვნა. მას სძულდა მეგობრები, სიყვარული, ბავშვები, საშობაო დღესასწაულიც კი და ყველაფერი ამქვეყნიური ფულის და ქონების გარდა.

თოვლის გუნდა - ამ ჯადოსნურ ყუთში აღმოაჩენ საოცარ წიგნსა და უზარმაზარ პაზლს. ითამაშე, ააწყვე პაზლი და წაიკითხე თოვლის გუნდას თავგადასავლები ძილის წინ!

mshoblebi

ჩემი პირველი საახალწლო წიგნები - წაიკითხე მომაჯადოებელი წიგნები და იმხიარულე! ამოატრიალე წიგნები და ყდის უკანა მხარეს მოცემული ნახატებით ააწყვე ულამაზესი საახალწლო ფაზლი.

mshoblebi