რატომ არის აკრძალული საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონები და ელექტროსაათები - მშობლები

რატომ არის აკრძალული საფრანგეთის სკოლებში მობილური ტელეფონები და ელექტროსაათები

2019-12-13 09:38:31+04:00

კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღების უფლება. საინტერესოა, ფრანგული განათლების მოდელი, რომელიც ყველასგან განსხვავებულია.

ფრანგი მოსწავლეები სკოლაში მთელ დღეს ატარებენ

mshoblebi საშუალო და მაღალ კლასებში ბავშვები დილის 8 საათიდან საღამოს 18 საათამდე სწავლობენ, კვირაში 5 დღის განმავლობაში. ოთხშაბათობით კი შედარებით თავისუფალი გრაფიკი აქვთ, რადგან ნახევარი დღე სწავლობენ.

ზოგადად, ფრანგები აღშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ რამდენიმე ქვეყანა მათ განათლების დონით წინ უსწრებს, ამიტომ ბავშვები მთელი დღის განავლობაში მეცნიერებითა და სხვადასხვა საგნის გაძლიერებული სწავლით არიან დაკავებულნი.

სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებს შორის დიდხნიანი შესვენება არ აქვთ

mshoblebi ფრანგულ სკოლებში ერთი გაკვეთილი 45-წუთიანია კი არა, 55 წუთიანი ან ერთსაათიანია. შესვენება კი მხოლოდ 5 წუთიანია, რაც, ფაქტობრივად, ბავშვებს სხვადასხვა საგნის კაბინეტიდან კაბინეტამდე გადასაადგილებლად სჭირდებათ. ისინი ხშირად აპროტესტებენ ამ ფაქტს და ამბობენ, რომ ტუალეტით სარგებლობის დროც აღარ რჩებათ.

თუმცა, მათ ლანჩისთვის 1,5-2 საათი აქვთ გამოყოფილი, რომლის დროსაც შეუძლიათ ჭამონ, გაისეირნონ და დაისვენონ.

გადაწერა - ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ტონად ითვლება

mshoblebi თუ მასწავლებელმა შეამჩნია, რომ ბავშვი იწერს, დაუყონებლივ შეატყობინებს მშობელს. თავად კი ფაქტს პირად ფაილში დააფიქსირებს.

თუ შეამჩნევენ, რომ ფინალურ გამოცდაზე ვინმე იწერს, წაართმევენ ნაშრომს და დაატოვებინებენ საკლასო ოთახს.

სკოლის გამოსაშვები გამოცდებით პირდაპირ უნივერსიტეტში ირიცხებიან

mshoblebi სკოლის გამოსაშვები გამოცდები ძალიან რთულია, რადგან ის განაპირობებს მოსწავლეების უნივერსიტეტში ჩარიცხვას. ისინი 13 გამოცდას აბარებენ, ზოგიერთს - ორჯერ, ვერბალურად და წერილობით. თუმცა, შეფასების დახვეწილი სისტემაა. თუ რომელიმე საგანში მაღალ ქულას მიიღებენ, მას სხვა საგნის ქულის გაუმჯობესებაც შეუძლია. მიუხედავად სირთულისა, მოსწავლეების 90% მაინც ახერხებს ჩაბარებას და სასურველი უნივერსიტეტის არჩევას.

მშობლები ყოველთვის საქმის კურსში არიან შვილების აკადემიურ მოსწრების შესახებ

mshoblebi ყოველი ტრიმესტრის შემდეგ მშობლები ელექტრონულად იღებენ შვილების წარმატებების და ზოგადად, აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაციას. მასწავლებლები დეტალურად აღწერენ, რომელ საგანში როგორი მდგომარეობა აქვს მოსწავლეს.

გარდა ამისა, კლასში არსებობს ანონიმური რეიტინგი, რომელსაც მშობლები ეცნობიან. იქ აღნიშნულია ბავშვების მიღწევები თანაკლასელებთან შედარებით.

შეფასების განსხვავებული სისტემა

ფრანგულ სკოლებში 20-ქულიანი შეფასების სისტემაა. ასე მასწავლებლებს მოსწავლეების შესაფასებლად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ.

16-17 ქულა ზედა ზღვრად ითვლება. თუმცა, ამ ქულების მისაღებად საკმარისი არაა მხოლოდ სუფთად და უშეცდომოდ წერა. მათ უნდა შეეძლოთ ანალიტიკური აზროვნება და მოულოდნელი პრობლემების სწრაფად გადაჭრა.

მხოლოდ 18 წლის ასაკში შეუძლიათ გახდნენ პირველკლასელები

mshoblebi ბავშვები 6 წლის ასაკიდან იწყებენ "დაწყებით" სკოლაში სიარულს. იქ 5 წელს ატარებენ. შემდეგია საშუალო სკოლა - კოლეჯი, სადაც სწავლა 4 წელი გრძელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო სკოლიდან ყველაფერი უკუღმა ითვლება. 11 წლის ბავშვები მიდიან მე-6 კლასში, მერე - მე-4-ში და ასე შემდეგ. 18 წლის პირველკლასელები კი სკოლას ამთავრებენ.

ქვეყანა სამ ზონადაა დაყოფილი, არდადეგები კი სხვადასხვა დროს იწყება

ფრანგულ სკოლებში მინიმუმ 36 კვირას სწავლობენ. მოსწავლეებს წელიწადში 5-ჯერ აქვთ არდადეგები: ერთი კვირა ოქტომბერში, 2 კვირა საშობაოდ, 2 კვირა თებერვალში და 2 კვირა სააღდგომოდ. საზაფხულოდ კი 2 თვით ისვენებენ.

ქვეყანა დაყოფილია 3 ზონად, რომელშიც თითოეულ სკოლას არდადეგების სხვადასხვა კალენდარი აქვს შედგენილი. ეს გაკეთებულია საცობების თავიდან ასაცილებლად.

არავის ეცოდება ნიჭიერი მეამბოხეები

თუ რაიმე მიზეზით მასწავლებელი ვერ ახერხებს კლასში შესვლას, რამდენიმე მოსწავლეს ტოვებს, რომლებსაც ზედამხედველობა ევალებათ. ასე მათ ქულების დაგროვება შეუძლიათ. ხოლო, თუ კლასში ვინმე ხმაურობს, მათ შორის კარგი შეფასების მქონე მოსწავლეები, ქულები დააკლდებათ.

ბავშვები და მშობლები ვერ იტანენ საშინაო დავალებას

mshoblebi საფრანგეთში მასწავლებლები თითქმის არ აძლევენ მოსწავლეებს საშინაო დავალებას. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები საშუალოდ დღეში საშინაო დავალებებისთვის 10 წუთს ხარჯავენ, ხოლო უფროსკლასელები - ერთ საათს.

რვეულები და წიგნები სკოლაში ინახება, ხოლო მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, მასწავლებლის გარეშე, ერთმანეთს, მაგალითად ესეს წერა შეასწავლონ.

მოსწავლეები აგროვებენ ბონუსებს

ფრანგულ სკოლებში მოსწავლეებს ბონუსური დაგროვების სისტემა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათემატიკაში მაღალმა შეფასებამ, შესაძლოა ქიმიის დაბალი ქულა გააუმჯობესოს.

თუ გამოცდა ვერ ჩააბარეს, სირცხვილი არ არის ერთი საგნის მეორედ გავლა. გარდა ამისა, შეიძლება მოსწავლე შემდეგ კლასში გადავიდეს, მაგრამ რთული საგნები მოგვიანებით გაიაროს.

სკოლაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც მოსწავლეების პერსონალურ ინფორმაციას ინახავს

ყველა ფრანგულ სკოლაში არსებობს სპეციალური განყოფილება, სადაც დასწრებას, შეფასებასა და მოსწავლეებს შორის კონფლიქტებს აკვირდებიან და შეისწავლიან.

მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები აკრძალულია

mshoblebi ფრანგი მასწავლებლები თვლიან, რომ ტექნიკაზე დამოკიდებულება ძალიან ბევრს დროს აკარგვინებს მოსწავლეებს. ამიტომ, არა მხოლოდ მობილურები, არამედ პლანშეტი, ციფრული საათები და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებიც აკრძალულია.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ეცმევათ ბავშვებს

mshoblebi ფრანგულ სახელმწიფო სკოლებში არ არის განსაზღვრული სპეციალური სასკოლო ფორმები. ვისაც რა უნდა, ის აცვია. თუმცა სკოლის გარდერობში პიჯაკებისა და ქურთუკების ხშირად ადგილი არ არის გამოყოფილი, ამიტომ ბავშვებს უწევთ, რომ ის კლასიდან კლასში ატარონ.

სასკოლო მენიუ რესტორნისას ჰგავს, კერძების ფასი კი ძალიან დაბალია

mshoblebi ფრანგები მსოფლიოში ცნობილი გურმანები არიან. არც სასკოლო მენიუ უჩივის ერთფეროვნებას. თუმცა, მათ შორის არ არის ფუნთუშები და გაზიანი სასმელები. მთლიანი მენიუს შეძენა დღეში მშობლებს 2 ევრო უჯდებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ყველაფერი ნახევარ ფასადაა.

altიაპონიაში დაწყებითების მოსწავლეებს არა საგნებს, არამედ ზრდილობას ასწავლიან – იაპონური განათლების სისტემის წარმატების საიდუმლო