საკეისროს ახალი "მოდა" მსოფლიოში - დედას თავად ამოჰყავს ბავშვი მუცლიდან - მშობლები

საკეისროს ახალი "მოდა" მსოფლიოში - დედას თავად ამოჰყავს ბავშვი მუცლიდან

2019-12-18 09:19:52+04:00

"გლამურული მშობიარობა" - საკეისრო კვეთის დროს საკუთარი ხელებით მუცლიდან ბავშვის ამოყვანაა. აღნიშნული მეთოდი მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს არის ჩვეულებრივი საკეისრო კვეთა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დედას საკუთარი ხელებით ამოჰყავს ბავშვი მუცლიდან.

mshoblebi

ბევრ ქალს სურვილი აქვს, რომ პირველად თვითონ შეეხოს თავის პირმშოს. ქალს აცმევენ თათმანებს, იღებენ იმ ფარდას, რომელიც ჩამოფარებული აქვს მომავალ დედას და საკეისრო კვეთის შემდეგ მას თავისი ხელებით ამოჰყავს ბავშვი და იწვენს მკერდზე, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, ფიზიკურად როგორ არის შესაძლებელი ეს ყველაფერი.

mshoblebi

ასეთ ოპერაციას წინ უძღვის ფსიქოლოგიური მუშაობა მომავალ დედასთან. მას უხსნიან, რომ წინ ელოდება სერიოზული ქირურგიული ჩარევა, რასაც თან ახლავს სისხლი, ინსტრუმენტები და ა.შ. "გლამურულ მშობიარობას" ასევე თან ახლავს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ასპექტი: ბევრი დედა, რომელთაც ჩაუტარდათ საკეისრო კვეთა, თავს არ თვლიან 100%-იან დედად, რადგან არ მონაწილეობენ მშობიარობის პროცესში. "გლამურული მშობიარობა" კი ფარავს ამ ფსიქოლოგიურ მომენტს.

mshoblebi

altუნდა დაესწროს თუ არა უფროსი შვილი დედის მშობიარობას - ფოტო, რომელმაც ქართული საზოგადოება შეძრა