ბერუკა ივანიშვილი გაქრისტიანებისთვის ემზადება - რომელმა დიზაინერმა იზრუნა პატარას ნათლობის ჩაცმულობაზე
ნანუკა გუდავაძის და ბერა ივანიშვილის წყვილი 29 ნოემბერს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მათი სახელების ინიციალებით შეურჩიეს სახელი და პატარას ბერუკა დაარქვეს.
უმშვენიერესმა ნანუკამ ჭორვილაში იმშობიარა და ის მეან-გინეკოლოგმა მირანდა ჯანხოთელმა ამშობიარა.
ბერა ინსტაგრამის პირად გვერდზე ხშირად დებს ახალშობილის ფოტოებს, მან გუშინ ბერუკას ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის ბებიასთან დ ბაბუასთან ერთად არის გადაღებული.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილების ოჯახი, მალე ნათლობისთვისაც ემზადება. პატარა ბერუკას იანვარში მონათლავენ.
ნათლობის სამოსი პატარა ბიჭუნასთვის უკვე შექმნილია და ის ახალგაზრდა დიზაინერმა თინანო ბუჩუაძემ შექმნა.
"რეიტინგმა" გაარკვია, რომ ბერუკა ივანიშვილის ნათლობის კვართი ძვირადღირებული არ არის. იხილეთ ბერუკას ნათლობის სამოსი და სხვა ფოტოები