დახურულ სივრცეში ჰაერი 200-500%-ით უფრო დაბინძურებულია, ვიდრე გარეთ, ღია სივრცეში. ამის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი არაეკოლოგიური სარეცხი საწმენდი საშუალებებია. დაბალი ხარისხის, მავნე ქიმიკატების შემცველი ქიმიის მოხმარების შედეგად შენობის შიგნით გარემო კიდევ უფრო ბინძურდება და ჩვენი ჯანმრთელობაც მეტად აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ.
ეკო-ბრენდმა Frosch გადაწყვიტა, საახალწლოდ, სახლის უსაფრთხო საშუალებებით დასუფთავებისთვის რეკომენდაციები მოგვცეს:
თავდაპირველად, დააკვირდით, კონკრეტულად, რა ადგილები საჭიროებს განსაკუთრებულად დასუფთავებას

ასეთი ადგილების აღმოჩენა საოჯახო ქიმიის სწორად შერჩევაშიც დაგეხმარებათ. სახლის კარგად "შესწავლით" გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც აირიდებთ თავიდან.
ჩამოწერეთ სია, რის გაკეთებას აპირებთ დღის განმავლობაში
სახლის გენერალური წმენდა დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. ამ დამღლელ პროცესში კი შეიძლება, რაღაცები გამოგვრჩეს. სწორედ ამიტომ კარგი იქნება, ჩამოვწეროთ იმ საწმენდი საშუალებების სია, რაც სახლის დასუფთავებისას დაგვჭირდება და ჩავინიშნოთ, რომელი საქმის შემდეგ, რომელი დავიწყოთ. ასე დროსაც დავზოგავთ და დასახულ მიზანსაც უფრო ეფექტურად მივაღწევთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს საოჯახო ტექნიკის დასუფთავება
სახლის გენერალური წმენდა სრულყოფილი არ იქნება, თუ საოჯახო ტექნიკის საკითხს უგულებელვყოფთ. მაგალითად, როგორც ტანსაცმლის, ისე ჭურჭლის სარეცხი მანქანების წმენდა მათი ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჭუჭყის დაგროვებაში ტანსაცმლის სარეცს მანქანას "ტოლს არ უდებს". მაგალითად, მისი ბარაბნის რეზინა 2 კვირაში ან თვეში ერთხელ უნდა ამოიწმინდოს, რისთვისაც უმჯობესია, ეკო-საშუალება გამოვიყენოთ. ამაში Frosch PH ნეიტრალური უნივერსალური საწმენდით დაგეხმარებათ, რომელიც არც მოწყობილობას და არც თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. გარდა ამისა, წელიწადში 2-ჯერ მანქანა სრულად უნდა გაიწმინდოს და უნდა გამოვიყენოთ ასევე ეკო-საწმენდი, რომელიც ნადებსა და სუნს ყველაზე ხელმიუწოვდომელი ადგილებიდანაც მოაშორებს. მანქანის დაცვისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში კი ჭურჭლის სარეცხი მანქანის აბების გამოყენებაც შეგვიძლია, რომელც ფოსფატებს, ფოსფონატებსა და ბენზოტრაზოლს არ შეიცავს.
დიდი რაოდენობით საოჯახო ქიმიის გამოყენებამ შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომ არჩევანი ეკო-პროდუქტზე უნდა შევაჩეროთ
ახალ წელს ალერგიით გამოწვეული დისკომფორტით რომ არ შევხვდეთ, რეკომენდებულია, სარეცხი და საწმენდი საშუალებების შემადგენლობას დავაკვირდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, რომელიც დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის, მავნე ნივთიერებებს შეიცავს და როგორც წესი, არაეკოლოგიურია. ამასთან ქაფის რაოდენობა არ განსაზღვრავს რეცხვის ხარისხს. მთავარია, სარეცხი საშუალება ჭურჭლის ზედაპირიდან ცხიმსა და სხვა ნივთიერებებს კარგად აშორებდეს.
სარეცხ საშუალებას, რომელიც მავნე დანამატების გარეშეა წარმოებული, შეფუთვაზე სპეციალური ეკო-ნიშანი აქვს და მის ადვილად ამოცნობას შეძლებთ.

არ დაგვავიწყდეს მაცივრის გამოწმენდა
ახალი წლის დღეებში ჩვენი მაცივრები სრული დატვირთვით მუშაობს და უჩვეულო რაოდენობის საკვებს იტევს.
ამიტომ აუცილებელია, წინა დღეებში "მოვამზადოთ" და შემდეგ უვნებელი პროდუქტებით ვიკვებოთ.
უნდა გავითვალისწინოთ მაცივრის საწმენდი საშუალების შემადგენლობის საკითხიც. კერძოდ, მისი შემადგენლობა მავნე ქიმიკატებს არ უნდა შეიცავდეს, რათა საკვები პროდუქტების უსაფრთხოება ეჭვქვეშ არ დავაყენოთ.
დაიხმარეთ ოჯახის წევრები
ოჯახის წევრებთან ერთად სახლის გაწმენდა და განახლება შეიძლება, სახალისოც იყოს, თანაც საქმეს უფრო სწრაფად გაართმევთ თავს. მიეცით ამ პროცესს მხიარული ხასიათი.

ყველა ნივთი, რომელსაც გასაწმენდად აიღებთ, ადგილზე დააბრუნეთ
ასე თავიდან აირიდებთ ქაოსს და სახლი უფრო სწრაფად დალაგდება. რამდენ დროს წაიღებს ყველა კარადიდან გადმოლაგებული, ერთმანეთში არეული ნივთების გაცალკევება და თავის ადგილზე დაბრუნება? ნუ გაირთულებთ საქმეს, ეცადეთ, ყველაფერს ნელა და კონსტრუქციულად მიჰყვეთ.