თბილისში 34 წლის მშობიარე დაიღუპა - მშობლები

თბილისში 34 წლის მშობიარე დაიღუპა

2019-12-30 15:52:02+04:00

იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში 34 წლის მშობიარე დაიღუპა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, საკეისრო კვეთის შემდეგ ქალის მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის ინფორმაციით, სამი შვილის დედას თრომბის წარმოშობის შედეგად გული გაუჩერდა. ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ისინი ექსპერტიზის ჩატარებასა და იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

"რეანიმაციის კარები დაკეტეს და ყველა დაიმალა. ძალით შევედი და დაღუპული დამხვდა ჩემი მეუღლე. პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, მე დავიღუპე და სხვასაც დაღუპავენ ესენი", - ამბობს გარდაცვლილის ქმარი. როგორც სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, პაციენტს დახმარება დროულად გაეწია.
წაიკითხეთ სრულად