მოემზადეთ სწავლის განახლებისთვის - 25%-იანი ფასდაკლებები "ბიბლუსში" კანცელარიის სრულ ასორტიმენტზე - მშობლები

მოემზადეთ სწავლის განახლებისთვის - 25%-იანი ფასდაკლებები "ბიბლუსში" კანცელარიის სრულ ასორტიმენტზე

2020-01-06 07:00:35+04:00

საახალწლო არდადეგები დასრულდა. მოსწავლეები და მშობლები სასწავლო პროცესის დასაწყებად ემზადებიან. როგორც წესი, ამ პერიოდისთვის უკვე შემოლეული გვაქვს ყველაფერი - რვეულები, საშლელები, ფანქრები, კალმები, ზოგ მოზარდს პენალის გამოცვლაც უწევს და ზოგს - ჩანთისაც კი. მშობლებისთვის ეს ყველაფერი დამატებითი თავის ტკივილია, ფინანსურ თავსატკივარზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სწორედ ამიტომ, ალბათ ყველასთვის იქნება ეს საჭირო და სასიამოვნო ინფორმაცია - მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსში" არა მარტო შეძლებთ, აქეთ-იქით სიარულის მაგივრად, ერთ სივრცეში იპოვოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და თანაც, საუკეთესო არჩევანის შესაძლებლობა მიიღოთ, არამედ - ფასდაკლების აქციითაც ისარგებლოთ. 10 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 25%-იანი ფასდაკლებაა კანცელარიის სრულ ასორტიმენტზე. მაგალითად, 48-ფურცლიანი რვეულის ფასი 55 თეთრიდან იწყება, 96-ფურცლიანისა კი - 95 თეთრიდან.

ასე რომ, არ გამოტოვოთ ეს ხელსაყრელი აქცია და მოემზადეთ სწავლის გასაახლებლად "ბიბლუსთან" ერთად!