ვინ არის ბიჭი, რომელმაც ყველაზე ორიგინალურად სთხოვა ხელი რჩეულს და მსოფლიო აღაფრთოვანა - მშობლები

ვინ არის ბიჭი, რომელმაც ყველაზე ორიგინალურად სთხოვა ხელი რჩეულს და მსოფლიო აღაფრთოვანა

2020-01-15 08:09:18+04:00

რეჟისორი მიჯნური - ყველაზე მოულოდნელ სიურპრიზს ნიშნავს. ამას ამტკიცებს ეს ამბავიც, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა.

ერთ მშვენიერ დღეს ბიჭმა გოგო კინოში დაპატიჟა. ეს იდეალური ადგილი არ არის ხელის სათხოვნელად, მაგრამ გოგონას იქ წარმოუდგენელი სიურპრიზი დახვდა.

mshoblebi

ლი ლეხლერი ახალგაზრდა რეჟისორია, რომელმაც 6 თვე იმუშავა საკუთარ გრანდიოზულ გეგმაზე. "ყოველდღე არ სთხოვ საყვარელ ადამიანს ხელს. სკოლიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ხელის თხოვნის იდეას ბევრ დროს დავუთმობდი", - ამბობს ის.

mshoblebi

მან მიჯნური გოგონა - შტუცი, დისნეის საყვარელი მულტფილმის - "მძინარე მზეთუნახავის" საყურებლად დაპატიჟა. მულტფილმის დასასრულს გოგონა, მარტივად რომ ვთქვათ, გაოგნებული დარჩა. კოცნის ფინალური სცენა მთლიანად შეცვლილი აღმოჩნდა. ავრორასა და პრინცი ფილიპის ნაცვლად ეკრანზე შტუცი და ლი გამოჩნდნენ.

mshoblebi

სწორედ აქ დაიწყო ნამდვილი თავგადასავალი. მულტფილმის პერსონაჟს გამოაქვს ბეჭედი და ცოლობას სთხოვს საყვარელ ადამიანს. ამავდროულად ნამდვილი ლიც სთხოვს საყვარელ გოგონას ხელს.

mshoblebi

ამ ყველაფერს თან ახლდა წყვილის ნათესავებისა და მეგობრების ოვაციები. ისინი წინასწარ იყვნენ მიწვეულნი კინოთეატრში, თუმცა გოგონამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. შტუცი აღფრთოვანებული იყო და ლის პასუხს ვეღარ სცემდა. თუმცა, საბოლოოდ დათანხმდა ცოლობაზე.

mshoblebi

არანაკლებ სასაცილო იყო მულტფილმის მეორე ნაწილი (გეგმა B), სადაც ნაჩვენებია, რა მოხდებოდა, თუ გოგონა უარს იტყოდა მის ცოლობაზე. გაღიზიანებულმა ლიმ ჯუჯების შოუს ჩვენება ნახევარზე შეწყვიტა და თქვა, რომ შტუცი მაინც თანახმაა.

mshoblebi

ამ ვიდეოს საყურებლად ინგლისური ენის კარგად ცოდნა აუცილებელი არ არის, რადგან ემოციები სიტყვებზე მეტს ამბობს.

ვიდეო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.