მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვმა თბილისში იქორწინეს. საქორწილო ცერემონიას ოჯახის წევრებთან ერთად, მომღერლის მეგობრებიც ესწრებოდნენ.მათ შორის იყო მომღერალი სოფო ნიჟარაძე რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა. სწორედ მას ჩაუვარდა ხელში პატარძლის თაიგული. ვიდეო "ინსატაგრამზე" სოფოს "sopiapanpage" -მა გაავრცელა.
ინფორმაციისთვის, თაკომ და ბორისმა ერთმანეთი "ევროვიზიის" კუნკურსზე გაიცნეს.
ბულგარელმა მუსიკოსმა და პროდუსერმა საყვარელ ქალს ხელი ერთი წლის წინ ვენაში სთხოვა.