55 წლის მონიკა ბელუჩიმ პარიზის მოდის კვირეულზე ყველა აღაფრთოვანა (ფოტოები+ვიდეო) - მშობლები

55 წლის მონიკა ბელუჩიმ პარიზის მოდის კვირეულზე ყველა აღაფრთოვანა (ფოტოები+ვიდეო)

2020-01-24 12:26:49+04:00

პარიზში მაღალი მოდის კვირეული დასრულდა. აქ ჩვენებებს ხშირად ესწრებიან ცნობილი ადამიანები. 55 წლის მონიკა ბელუჩი ორ ჩვენებაზე გამოჩნდა - დიორისა და ალექსანდრ ვოტიეს კოლექციების წარმოდგენას დაესწრო.

mshoblebi

მუდამ დახვეწილ და ელეგანტურ მონიკას ახალი მოკლე ვარცხნილობა ნამდვილად უხდება და ინტერნეტშიც მის ფოტოებს კვლავ დიდი მოწონება ხვდა წილად. მისი თაყვანისმცემლები ერთხმად აღიარებენ, რომ მონიკას წლების მომატებაც კი უხდება და ბუნებრივად ლამაზია კვლავ, "ჩვეულებრივი ქალღმერთი".

mshoblebi

მონიკას კვლავ თავისი ძველი მეგობარი უმშვენებდა გვერდს, რომელთანაც ატარებს დროს ბოლო პერიოდში, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაქორწინებულა.

mshoblebi

mshoblebi

altროგორ ატარებს დროს მამასთან ერთად მონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი და ვინ არის მისი რჩეული

altჰგვანან თუ არა შვილები ულამაზეს მონიკა ბელუჩის (ფოტოები)