ეს კიდევ ერთი გულახდილი ნაამბობია, რომელიც კომენტარის სახით დატოვა ჩვენმა მკითხველმა სტატიაზე "სამი შვილი მყავს და რატომღაც უფროსს ვცემდი... ღმერთო, როგორ მრცხვენია..." - დედის გულახდილი ნაამბობი - დედის გულახდილი ნაამბობი. სამწუხაროა, რომ ფიზიკური დასჯა და შვილების ერთმანეთისგან გარჩევა მეტისმეტად აქტუალური თემაა კვლავაც:
"რაც თავი მახსოვს, დედაჩემი სულ მცემდა და მაწამებდა ფსიქოლოგიურად. ორი დიდან უფროსი ვიყავი და ვტყუოდი თუ მართალი ვიყავი, ყოველთვის მე მცემდა. არც ბავშვობა მქონია და არც ახალგაზრდობა ნორმალური მის ხელში. ჩემს დას კი ანებივრებდნენ ყველანაირად.
ვაღიარებ, რთული ბავშვი ვიყავი. ყველაფერი გულთან ახლოს მიმქონდა და უხასიათო ვიყავი. უსამართლობას ვერ ვიტანდი და ვეპასუხებოდი, ხმასაც ვუწევდი... მაგრამ... დედა მაინც სიგიჟემდე მიყვარდა და ბოლოს ჩალოგინებულსაც მარტო მე ვუვლიდი. ჩემი ნებიერა და კი დღემდე ცუდად მოიხსენიებს დედას. ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო და... მთელი ცხოვრება მოვუვლიდი ისევ.
ბოლოს კი შეიცვალა და მეფერებოდა... დღემდე მიკვირს, რომ არ შემძულდა, რადგან ძალიან დიდი დაღი დაასვა მისმა საქციელებმა ჩემს ცხოვრებას... ოჯახიც კი დამინგრია... დღედე ვერ ვხვდები რატომ მექცეოდა ასე, როცა იცოდა, მე ისე მიყვარდა, მის სუნთქვას ვდარაჯობდი მთელი ცხოვრება..."