ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს ქალიშვილი შეეძინათ. ჯანეტმა ინსტაგრამზე ერთი საათის წინ ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა. მან ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.
სახელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პატარა 3,4 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა.
ჯანეტისთვის გოგონა პირველი შვილია. ნოეს კი პირველი ქორწინებიდან ორი მოზარდი შვილი ჰყავს.