დედა და სამი შვილი, რომლებმაც ჯუნგლებში 34 დღე გაატარეს, აბორიგენებმა იპოვეს - წარმოუდგენელია, მაგრამ ტყეში დაკარგული ოჯახი გადარჩა - მშობლები

დედა და სამი შვილი, რომლებმაც ჯუნგლებში 34 დღე გაატარეს, აბორიგენებმა იპოვეს - წარმოუდგენელია, მაგრამ ტყეში დაკარგული ოჯახი გადარჩა

2020-02-02 06:37:56+04:00

ეს ამბავი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. დეკემბერში 40 წლის ქალი და მისი 10, 12 და 14 წლის შვილები პერუს საზღვართან ახლოს მდებარე კოლუმბიის ერთ-ერთ რეგიონს სტუმრობდნენ. ქალს ბავშვები მამის სანახავად მიჰყავდა, მაგრამ გზა აებნათ და ჯუნგლებში მოხვდნენ, მდინარე პუტუმაიოს მახლობლად.

მათი გაუჩინარება 19 დეკემბერს გახდა ცნობილი. იქიდან მოყოლებული დედა და შვილები ჯუნგლებში იყვნენ, გაიარეს ეკვადორის საზღვარი და პერუში აღმოჩნდენ. გზაში თავის გამოკვებას სხვადასხვა გარეული კენკრითა და ხილით ცდილობდნენ.

გზააბნეულმა მგზავრებმა ინდიელების ერთ-ერთი ტომი იპოვეს, მხოლოდ - 34 დღის შემდეგ. ისინი გადარჩნენ, თუმცა საშინელ შიმშილს, წყურვილსა და საერთო სისუსტეს გრძნობდნენ. ასევე, დაკბენილი იყვნენ მწერებისგან. ქალმა თქვა:

"წყალი რომ არ გვქონოდა, ყოველ 30 წუთში სისუსტისგან წავიქცეოდით. დიდი ხნის განმავლობაში მიწევდა ხოლმე გაჩერება, რადგან გოგონებს სიარული აღარ შეეძლოთ".

ინდიელებმა ქალისა და მისი შვილების შესახებ პერუელ სამხედროებს აცნობეს, მათ კი კოლუმბიელ კოლეგებს გადასცეს ინფორმაცია. დედა და ბავშვები კოლუმბიის ქალაქ პუერტო-ლეგისამოში გადააფრინეს, სადაც სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის მალარიასა და ყვითელ ცხელებაზე.