მსახიობი ლალი ბადურაშვილი სიმსივნესთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა - მშობლები

მსახიობი ლალი ბადურაშვილი სიმსივნესთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა

2020-02-04 10:13:39+04:00

მსახიობი ლალი ბადურაშვილი 81 წლის ასაკში კლინიკაში გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა. მსახიობს სიმსივნის დიაგნოზი ერთი წლის წინ დაუსვეს.

"რო­გორც იცით, ლა­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და - სიმ­სივ­ნე. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და ორი სა­ა­თის წინ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა", - განუცხადა მსა­ხი­ობ­მა იმედა კახიანმა ambebi.ge-ს.

მან თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", რომელშიც შეასრულა შორენას როლი. იყო ასევე "ქართული ფილმის" რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

alt"გათიშვამდე უთქვამს, ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე ძალითო" - როგორია ლალი ბადურაშვილის მდგომარეობა