"ისევ ორიანი..." - ცნობილი ნახატის უცნობი ისტორია - მშობლები

"ისევ ორიანი..." - ცნობილი ნახატის უცნობი ისტორია

2020-02-11 07:36:10+04:00

ეს ნახატი ალბათ ყველას უნახავს, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბჭოთა კავშირის დროს მოუწია სკოლაში სიარული - ფიოდორ რეშეტნიკოვის მიერ 1952 წელს შექმნილი ცნობილი ტილო სახელმძღვანელოებშიც კი იყო შესული. დღეს ნახატი ტრეტიაკოვის გალერეაშია განთავსებული.

რატომ მოიპოვა ასეთი პოპულარობა? იმიტომ, რომ სიუჟეტი საკმაოდ ახლოს არის მოსწავლეების ცხოვრებასთან, კარგად ასახავს ბავშვის განწყობას და ნახატში თითქოს მთელი ოჯახის ამბავია მოთხრობილი.

დედა სამი შვილით. ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, ხშირად ბრუნდება სახლში ორიანებით და ეს განწყობაც გადმოცემულია. არავინ არ არის გაოცებული ამ ამბით - ისევ ორიანით, უბრალოდ, ყველას შეწუხებული სახე აქვს. ბავშვის სახეზე თითქოს იკითხება: "ეჰ, ყველაფერი რომ თავიდან იწყებოდეს, კი არ ვითამაშებდი, ჯერ ვიმეცადინებდი..." მხოლოდ ძაღლისთვის, ყველაზე ერთგული მეგობრისთვის არის სულ ერთი - რა ნიშნები აქვს მის პატრონს და მხიარულად ცდილობს მის მოფერებას.

საინტერესოა, რომ ოროსანი ბიჭუნას სახის შესაქმნელად ცნობილი მხატვრის გუსტავ კლუცისის შვილი პოზირებდა და ნახატზე გამოსახული ბინაც კლუცისის ყოფილა.

altრატომ აწოვებდა შვილი მამას ძუძუს - ამბავი, რომელიც ისტორიაში შევიდა და მხატვრების მუზად იქცა