"ორივეს უნაგირის გარეშე შეუძლია გაჭენება" - ვინ არიან მოჯირითე-მომღერალი პატარა სვანი ბავშვები? (ვიდეო) - მშობლები

"ორივეს უნაგირის გარეშე შეუძლია გაჭენება" - ვინ არიან მოჯირითე-მომღერალი პატარა სვანი ბავშვები? (ვიდეო)

2020-02-14 18:08:57+04:00

პატარების ვიდეომ, რომლებიც ცხენზე ამხედრებულნი სვანურ საცეკვაოს - "შინა ვორგილს" მღერიან, ჩვენი ყურადღება უმალ მიიპყრო. ვიდეო mshoblebi.ge - ს ბავშვების ოჯახის ახლობელმა თამო გვარმიანმა გამოუგზავნა და მისი ნახვის შემდეგ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო მესტიის რაიონის სოფელ ნაკრას მკვიდრი მამაცი ბავშვები.
mshoblebi
როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთის დედა, ქეთევან გურჩიანი აღნიშნავს, 6 წლის ლაზარე და 5 წლის დემეტრე ცინდელიანისგან ცხენზე ჯირითი არ უკვირთ. უფრო მეტიც, მიჩვეულები არიან და ეს სულაც არ აშინებთ ოჯახის წევრებს:
- ვიდეო იანვარშია გადაღებული. ბავშვები ერთმანეთის ბიძაშვილები არიან. დემეტრე თბილისში ცხოვრობს და ჩამოჰყავთ ხოლმე თავის სოფელში, აქაურობა ძალიან უყვარს. ჩემი ვაჟი ლაზარე 6 წლისაა, დემეტრე კი - 5 -ის.

mshoblebi

- არ გეშიანიათ, ასე პატარა ასაკში რომ აჭენებენ, ვინ ასწავლა პატარებს ცხენზე ჯდომა?

- არ გვეშინია. მიჩვეუელები არიან. ბავშვების ასეთ გამბედაობას სვანურ ხასიათს მივაწერ. ჯირითი ბიძამ ასწავლათ. ახლა დამოუკიდებლად სხდებიან. ორივეს უნაგირის გარეშე შეუძლია ცხენის გაჭენება. რამდენჯერ ყოფილა, მარტო გამოუყვანიათ ცხენები სასეირნოდ.

რუსკა კილასონია