როდის იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია - სამინისტრომ ვადები გამოაცხადა - მშობლები

როდის იწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია - სამინისტრომ ვადები გამოაცხადა

2020-02-21 16:00:23+04:00

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. დარეგისტრირებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები შეძლებენ.

მშობელმა ბავშვის დასარეგისტრირებლად იმ საჯარო სკოლას უნდა მიმართოს, სადაც ბავშვის შეყვანა სურს და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმა შეავსოს. 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება მოხდება. იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შეიძლება ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

ფიზიკური შეზღუდვა ინტელექტუალური განვითარების დარღვევა სწავლის უნარის დარღევა სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის) მეტყველების განვითარების დარღვევა ქცევითი და ემოციური დარღვევა გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს აუტიზმის სპექტრის მქონე. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დარეგისტირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა

და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში მშობელი სკოლის თანამშრომელია ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე www.emis.ge. მშობელმა აუცილებელი დოკუმენტაცია კი 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინოს.

რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით განხორციელდება და ის ბავშები გაივლიან, რომლებიც პირველ სამ შემთხვევაში ვერ დარეგისტრირდნენ.

პირველ კლასში ჩასარიცხად უნდა წარადგინოთ:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი.

თამარ იაკობაშვილი